კორცხელის ინციდენტის მონაწილეები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ [Video]
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, არ ეთანხმებიან
ადვოკატი და მისი დაცვის ქვეშ მყოფები. ბრალდებულმა სპორტსმენებმა
სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვეს. ადვოკატ ზურაბ ბელთაძის
განცხადებით, არ ეთანხმებიან 239-ე, ხულიგნობის მუხლს, რომლითაც
საქმეა აღძრული, ამიტომ განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო
სასამართლოში გეგმავენ.
პროკურორ თეიმურაზ ჯალაღანიას თქმით, მათი მოთხოვნა სასამართლომ დღეს სრულად დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, აღკვეთის სხვა, უფრო მკაცრ ღონისძიებას იმ მიზეზით არ მიმართეს, რომ ბრალდებულები საკუთარი ნებით გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და ყველა მათგანმა გამოძიების პროცესში მონაწილეობა მიიღო.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელ მიხეილ ჯახუას განცხადებით, რომელიც სხდომას ესწრებოდა, სასამართლოს მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების ფორმა პროპორციულია იმ მუხლის, რა მუხლითაც სპორტსმენებს ბრალი წარედგინათ. თუმცა, აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში პროკურატურა ავლენს არათანმიმდევრულობას, რადგან ერთგვაროვან საქმეებზე სხვადასხვა აღკვეთი ღონისძიება მოითხოვა.
„მიგვაჩნია, რომ გამოძიება უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ გაირკვეს, სხვა დანაშაულის ნიშნებს ხომ არ შეიცავს მათ მიერ ჩადენილი ქმედება. ასევე, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების შედეგად დადგინდეს, ხომ არ იყვნენ ამ დანაშაულში ჩართული სხვა პირებიც, და შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ მათაც“, - განაცხადა საიას წარმომადგენელმა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და კორცხელის ინცინდენტში მონაწილე ექვსივე პირს აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. მოსამართლე ნატრული აკობიამ სპორტსმენს ვლადიმერ გეგეშიძეს 10 ათასი ლარის გირაო, დანარჩენებს: კობა ტყეშელაშვილს, ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს და გიგა ტყემალაძეს 7-7 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები დაუპირისპირდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს. შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. ზოგიერთს სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდა. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერელურ საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული, მათ შორის ორი პოლიციელი.
საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებსაც დაემუქრნენ. მათ შორის „ლაივპრესს“ გადაღებას უშლიდნენ ხელს, მოსდევდნენ, ემუქრებოდნენ, გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ, კამერების წართმევას ცდილობდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. საარჩევნო უბანთან მყოფმა პირებმა ჟურნალისტებს ქვები და წყლის ბოთლიც ესროლეს.
კორცხელის საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე პოლიტიკოსები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში უკვე დაკითხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე 6 პირს ბრალი წაუყენა.