მერიის სამსახურს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ
ფრაქცია „ზუგდიდის მომავლისთვის“ თავმჯდომარე მერიის კულტურის,
განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ
საქმეთა სამსახურს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში
ადანაშაულებს. ლაშა ფარცვანიას თქმით, ამ სამსახურის მიერ გაფორმდა
სამი ხელშეკრულება, საიდანაც ირკვევა, რომ განათლების ფინანსური
ხელშეწყობის ნაცვლად, თანხა სულ სხვა მიმართულებით დაიხარჯა.
„მითითებულია, რომ კულტურული ღონისძიებებისთვის არის ტორტები შესყიდული, ყვავილების თაიგული. ასევე დიარონთან არის გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც წერია - კულტურული ღონისძიებებისთვის, და საჯარო სკოლების ხელშეწყობის ფინანსური მხარდაჭერის კოდიდან არის თანხა გადარიცხული“, - განაცხადა ლაშა ფარცვანიამ.
მისივე თქმით, ჯამში სამივე ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული მუხლიდან 3 444 ლარი გადაირიცხა, რაც მათი აზრით, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვაა.
ფარცვანიამ მიმართა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას და შიდა აუდიტის სამსახურს, დაინტერესდეს და შეისწავლოს ეს საკითხი.