„ქართუ“ განმუხურში ბოტანიკურ ბაღს გააშენებს [video]
განმუხურში ბოტანიკური ბაღის გაშენება იგეგმება. ბაღი 83 ჰექტარ მიწის
ნაკვეთზე მოეწყობა. ეს მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკონომიკის
სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა, დამატებითი ქონების სახით,
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ბრძანების
საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გადაეცა. შესაბამისად, დღეს
გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს
გადაწყვეტილება, გამგეობის ბალანსზე არასამეწარმეო იურიდიული პირის -
„განმუხურის ბოტანიკური ბაღის“ დაფუძნების შესახებ.
„პირველი ეტაპზე პროექტირება დაიწყება და მთლიანად ბოტანიკური ბაღის გაშენებაზე ფონდი „ქართუ“ იზრუნებს. კიდევ ერთი ულამაზესი ადგილი გვექნება განმუხურში. განმუხური მალე გადაიქცევა ისეთ ადგილად, სადაც ნებისმიერ ტურისტს შეეძლება ჩამოსვლა. ეს ადგილი არის, განუმუხურში რომ შევდივართ, ხიდს რომ გადახვალთ, მარჯვენა მხარეს, სადაც დღეს ჭაობია“, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ.
მისი თქმით, ინიციატივა ფონდ „ქართუს“ ეკუთვნის. რამდენი დაიხარჯება ბოტანიკური ბაღის გასაშენებლად, ჯერ უცნობია. პროექტში, რომელიც მომზადდება, თანხებთან ერთად ვადებიც უნდა გაიწეროს.