ახალი ამბები
გიგა ოთხოზორიას დედა: მინდა, რომ ის პიროვნება დააკავონ, რადგან მისი სიცოცხლე იყოს დაცული
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურის ინფორმაცია, რომ მან სასამართლოს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა, გარდაცვლილის ოჯახმა სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყო. როგორც გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, სხვა ინფორმაცია მისთვის ცნობილი არ არის. ამასთან, გარდაცვლილის ოჯახი მოითხოვს ქართულმა მხარემ გალის შეხვედრაზე მოითხოვოს დე ფაქტო ხელისუფლებისგან მტკიცებულებების გასაჯაროვება.

„6 ივლისს არის შეხვედრა და ამათი მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს გასაჯაროვება იმ მასალების, რაც არის იქეთა მხარეს. ვიდეოჩანაწერებს ვგულისხმობ. ვიდეოჩანაწერები როგორც ქართულ მხარეს აქვს... ასევე ვრცელდება ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ინფორმაცია ექნება მეორე მხარესაც. ეს უნდა გასაჯაროვდეს. მტკიცებულებებს ვგულისხმობ, რომლებიც ნათელს მოჰფენს ამ კონფლიქტის მიზეზებს. იქ გამოიკვეთება ყველაფერი, იქნებ ჩემი შვილის ბრალეულობა გამოიკვეთოს, იქნებ ეს იყოს დამნაშავე“, - აცხადებს ჯულიეტა ჭანტურია.

მისი თქმით, მკვლელობის მიზეზების სხვა ვერსია, რაც მედიით გავრცელდა, ოჯახს არ აქვს. იციან მხოლოდ ის, რომ მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

„რასაც ლაპარაკობენ, მარტო ეს ინფორმაცია ვიცით. რაიმე კონკრეტული, რომ ჩვენ წარმოგვიდგინონ, ასეთი რამ არ არის. აქეთა გამოძიებას ჩვენთვის არანაირი ინფორმაცია არ გადმოუცია. იმ ჩანაწერებიდან აშკარად ჩანს, რომ დამნაშავე ჩემი შვილი არ არის. იქ ჩანს, როგორ მოსდევს ის ადამიანი და როგორ იმეტებს სასიკვდილოდ. ასეთი ინფორმაცია აუცილებლად ექნება რუსულ მხარეს. არ შეიძლება, რომ არ არსებობდეს ასეთი ჩანაწერი. იქ გამოიკვეთება ვისი ბრალეულობაცაა“.

გიგა ოთხოზორიას დედის მტკიცებით, აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებული ამ დრომდე არ არის.

„მე მინდა, რომ ის პიროვნება დააკავონ, რადგან მისი სიცოცხლე იყოს დაცული. იმიტომ, რომ შეშინებული ადამიანი შეიძლება სხვა ქართველის მკვლელიც გახდეს. ის უკვე არის შეშინებული და ყოველ ადამიანში თავის მკვლელს ხედავს, ამიტომ ეს ცოდვა კიდევ აქეთა მხარეს არ მინდა, რომ დაბრალდეს. ის უნდა გასამართლდეს“, - ამბობს ჯულიეტა ჭანტურია.

ფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმართა სასამართლოს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლის აღკვეთის ღონისძიების სახით დაკავების შუამდგომლობით. მათივე ცნობით, რაშიდ კანდჟი ოღლი დათხოვნილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და მასზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით.

საგამოძიებო ორგანოს აქვს მოლოდინი, რომ მიიღებს ამ პირისთვის ბრალეულობის დამამტკიცებელ ყველა საჭირო მტკიცებულებებს, რომელსაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შექმნილ შეხვედრაზე წარადგენენ. მორიგი ხუთმხრივი შეხვედრა ქალაქ გალში 6 ივლისს არის ჩანიშნული.

გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 19 მაისს აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან რამდენიმე გასროლით მოკლეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრთა ინფორმაციით, გასროლა დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეს და გარდაცვლილს შორის შელაპარაკებას მოჰყვა. ახალგაზრდა მამაკაცი გალში პროდუქტების შეტანას ითხოვდა, რაზეც ვერ შეთანხმდნენ. სოხუმი კი იუწყება, რომ გიგა ოთხოზორიას საზღვრის გადმოსალახად საჭირო დოკუმენტები არ ჰქონდა და კონფლიქტიც ამან გამოიწვია. მკვლელობაში ბრალდებული ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი ოღლიზე საქართველოს მასშტაბით ძებნაა გამოცხადებული. მთავარმა პროკურატურამ მიმართა ინტერპოლს, რათა მასზე გამოცხადდეს საერთაშორისო მასშტაბით ძებნა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.