ახალი ამბები
საარჩევნო სუბიექტებმა და არასამთავრობო სექტორმა ზუგდიდში სახელმწიფოს "ნარკოპოლიტიკაზე" იმსჯელეს [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა. მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ მიდგომებზე, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს ნარკომომხმარებელთა მიმართ, კანონმდებლობის ნაკლოვანებებსა და მათ გავლენაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ადამიანთა უფლებების ჭრილში. აუდიტორიამ აღნიშნა, რომ კანონში დღეს არსებული ჩანაწერები დასახვეწია, და რომ აუცილებელია მკაცრი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, გაჰუმანურება, მოქალაქის ღირსების და პატივის მიმართ პატივისცემის გზით.

შეხვედრის დასაწყისში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ჯახუამ სახელმწიფო მიდგომის სამართლებრივ ასპექტებზე ისაუბრა, იმ ნორმებსა და რეგულაციებზე, რომელიც დღეს მოქმედებს. მისი თქმით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა-შენახვას გასაღების მიზნის გარეშე, ან მოხმარებას ექიმის დანიშნულების გარეშე, ხშირია ადამიანების დაკავების შემთხვევები მათი შემოწმების მიზნით და დაჯარიმება 500 ლარით. მიხეილ ჯახუამ ასევე ისაუბრა დაკავების პროცესში ადამიანის უფლებების უგულვებელყოფის და მათი პატივის შელახვის ტენდენციაზე, მიდგომაზე, რომლის მიხედვითაც, მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მომხმარებელი კრიმინალია.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ არსებითად შეცვალა და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოქმედ ნარკოპოლიტიკაზე. ეს გადაწყვეტილება შეიცავს მთელ რიგ დებულებებს, რაც უბიძგებს სახელმწიფოს და ავალდებულებს, რეპრესიული დამოკიდებულება შეცვალოს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და გახადოს ის ადამიანსა და ადამიანის ღირსებაზე ორიენტირებული“, - განაცხადა საიას წარმომადგენელმა.

საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს შეხვედრის მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებმაც მთავრობის მიდგომებთან დაკავშირებით პრობლემის გარშემო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლელა ქებურიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უკვე გაიარა ის ეტაპი, როცა მკაცრი პოლიტიკის გატარება იყო საჭირო ამ კუთხით. ფიქრობს, რომ დღეს უნდა გამოიჩინოს „სითამამე“ და შეიმუშაოს ლიბერალური მექანიზმი საკითხთან დაკავშირებით.

„ცალსახაა, რომ ნარკოტიკულ საშუალებაზე, როგორიცაა მარიხუანა, ადამიანები არ უნდა ისხდნენ ციხეში“, - განმარტა მან.

მოსაზრებას, რომ მარიხუანის მომხმარებლები არ უნდა ხვდებოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ეთანხმება ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ წევრი ნიკოლოზ ზარქუაც. მისი თქმით, მუდმივად საუბრობენ და განიხილავენ საზოგადოების მიმღებულობის თემას ამ საკითხზე, მათ განწყობა-დამოკიდებულებებს, თუმცა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი კონკრეტული ინდივიდი და მისი უფლებები უნდა იყოს. ნიკოლოზ ზარქუა მომხრეა მარიხუანის დეკრიმინალიზაციის, რადგან მიიჩნევს, რომ ამ მიზეზით ციხეში მოხვედრილი ადამიანი შესაძლოა პიროვნულად უარესიც კი გახდეს.

მერაბ ქვარაიას შეფასებით, ალბათ კრიმინალი უფრო სხვა რამეა, ვიდრე მარიხუანას მოხმარება, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის სუბიექტური აზრია, სახელმწიფომ მისი წახალისება არ უნდა მოახდინოს. მანვე აღნიშნა, რომ ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობა იდეალური არ არის და დასახვეწია, თუმცა როგორ, რა ფორმით, სხვა ქვეყნების პრაქტიკას უნდა გადახედონ, რას იწვევს ნარკოპოლიტიკის გამკაცრება ან ლიბერალიზაცია და შესაბამისად იმოქმედონ.

„უახლოეს მომავალში ალბათ საქართველოს ახალი პარლამენტი დაიწყებს მსჯელობას, რათა მოხდეს იმ საკანონმდებლო ხარვეზებზე მუშაობა, რომელიც არ არის მარტო დღევანდელი ხარვეზი, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებია. ყველაფერი ეს მიმართული იქნება იქითკენ, რომ მივიღოთ მაქსიმალურად უკეთესი შედეგი, მაქსიმალურად ნაკლები ნარკოდამოკიდებული ადამიანი, მეტი ჯანსაღი ცხოვრების წესით მცხოვრები, ხოლო კანონმდებლობის ის ბერკეტები, რომელც თან უნდა ახლდეს მთელ ამ პროცესს, ორიენტირებული იქნება ადამიანის პატივსა და ღირსებაზე“, - განაცხადა მან.
ასოციაცია „ქსენონის“ საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება, ზუგდიდში ზიანის შემცირების და ნარკოდამოკიდებულებს შორის დაავადებათა რისკის შემცირებაზე მუშაობაა. მისი წარმომადგენლის, დავით დგებუაძის თქმით, მომართვიანობა მაღალია, თუმცა ხშირად ადამიანებს უჩნდებათ შიშის გრძნობა, არ შეამჩნიონ სამართალდამცველებმა, ან საზოგადოებამ არ გაკიცხოს ისინი, ამიტომ ზოგჯერ ვერ ახერხებენ სრულყოფილად ისარგებლონ იმ სერვისებით, რასაც მათ ორგანიზაცია სთავაზობს ანალიზების თუ სხვადასხვა საინექციო, დაავადებებისგან გამოწვეული ზიანის შესამცირებელი საშუალებების სახით.

შეხვედრა არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკურ პარტიათა მონაწილეობით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ამავე ცენტრის ინიციატივით შედგა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.