ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ჩხოროწყუში ისაუბრეს
საქართველო - ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების სრულად
ამოქმედებასთან დაკავშირებით
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობაში საინფორმაციო შეხვედრა
გაიმართა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ასოცირების შეთანხმების არსზე, შეთანხმების დადებით მხარეებსა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე ისაუბრა.
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ძალაში შევიდა. შეთანხმების ყველა დებულება სრულმასშტაბიანად 1 ივლისიდან ამოქმედდა. აქამდე მოქმედებდა ევროკავშირის ინსტიტუტების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები. ამიერიდან, კი წევრი ქვეყნების კომპეტენციაში არსებული საკითხები სრულად ამოქმედდება“, - განუცხადა „ლაივპრესს“ სამეგრელოში ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენელმა ანა ცანავამ.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის დასასრულს კი თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „მოგზაურობა ევროპაში” ჩვენება გაიმართა.
ანა ცანავას თქმით, ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე შეხვედრა ხობის მუნიცილიტეტში გასულ თვეს შედგა. საინფორმაციო შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოზე სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში გაგრძელდება.