მორაგბეებმა ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ერგეტაში შეხვედრა გამართეს [Photo]
ქართველი მორაგბეები რეგიონებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად ისინი ზუგდიდის სოფელ
ერგეტაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და ქალთა მიმართ ძალადობის
დაუშვებლობაზე ესაუბრნენ. შეხვედრაზე, რომელიც გაეროს ქალთა
ორგანიზაციის მხარდაჭერით იმართება, მონაწილეობა მიიღეს ვეტერანმა
ბორჯღალოსნებმა, ნოდარ ანდღულაძემ და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული
ნაკრების წევრმა მერაბ კვირიკაშვილმა.
„რაგბი და მორაგბეები საქართველოში ძალიან უყვართ. ვფიქრობ, რომ თითოეული მორაგბისა და სპორტსმენის ავტორიტეტის გამოყენება ისეთ პრობლემასთან ბრძოლაში, როგორიც ქალთა მიმართ ძალადობაა, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დიდი ხანია ამ კამპანიებში ვმონაწილეობთ და ყოველთვის მზად ვართ ასეთი ტიპის აქტივობებში ჩართვისთვის“, - აღნიშნავს მერაბ კვირიკაშვილი.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ბან კი მუნის კამპანიაში „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ 2011 წლიდან აქტიურად მონაწილეობს.
ამას გარდა, ბორჯღალოსნები ჩართულები არიან სოლიდარობის მოძრაობაში გენდერული თანასწორობისთვის HeForShe. ამ კამპანიების ფარგლებში მორაგბეები თბილისსა თუ რეგიონებში უფროსკლასელ ბიჭებს ხვდებიან და მათ თანასწორობაზე, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან. მორაგბეთა შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.
მასალაში გამოყენებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფოტოები.