ზუგდიდის თეატრის გადასარჩენად ფონდი შეიქმნება
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის გადასარჩენად
უახლოეს დღეებში
ფონდი შეიქმნება. მისი მიზანი იმ მძიმე ვითარების შეცვლაა,
რაც თეატრს აქვს. ინიციატივა რუსთაველის თეატრს ეკუთვნის. ფონდს
არასამთავრობო ორგანიზაცია „არტ-უნივერსალის“ გენერალური დირექტორი
ხატია ჯანაშია უხელმძღვანელებს, რუსთაველის თეატრის დირექტორ გია
თევზაძის და რეჟისორ რობერტ სტურუას სურვილით და გადაწყვეტილებით. მას
იმედი აქვს, რომ საქველმოქმედო შინაარსის ფონდით ბევრი რამის
გაკეთებას შეძლებენ და ამ საქმეში რუსთაველის გარდა სხვა თეატრებიც
ჩაერთვებიან.
„იმდენად დიდი მხარდაჭერა მოდის რუსთაველის თეატრიდან, ამ თეატრის მსახიობებიდან, თუნდაც ბატონი ტრისტან სალარიძე გვიდგას მხარში, ბატონი რობერტ სტურუა რომ გიდგას გვერდში და მხარს გიჭერს, და პირველი რომაა რუსთაველის თეატრი, რომელმაც ჩვენი თეატრის დასახმარებლად გადადგა ნაბიჯი, ეს უკვე დახმარებაა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ სხვა თეატრებიც მიიღებენ მონაწილეობას“, - უთხრა „ლაივპრესს“ ხატია ჯანაშიამ.
მისი განმარტებით, „არტ-უნივერსალი“ მუშაობდა და მუშაობს იმისთვის, რომ ზუგდიდელებმა უთეატრობა არ იგრძნონ. იმუშავებს მომავალშიც და მათი ორგანიზებული აქტივობებიდან შემოსულ თანხას ფონდში დარიცხავენ. მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდებიან საბოლოოდ, ანგარიშის ნომერიც გასაჯაროვდება, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს ქველმოქმედების განხორციელებას მისი შესაძლებლობის ფარგლებში.
„თბილისში მივდივარ იმიტომ, რომ ჩამოვყალიბდეთ. ფონდის ხელმძღვანელი ვარ მე. მინდა ისეთი წრე შემოვიკრიბო, თუნდაც ჩვენი თეატრალები. საბოლოო მიზანია ზუგდიდს ქონდეს თეატრი. გასაგებია, რაღაც ძვრები დაიწყო ხელისუფლებიდან თუ თვითმმართველობიდან. დაიწყო თუ არა, ისიც არ ვიცი, მაგრამ ამბობენ, რომ დაიწყო. იმედია ეს არ იქნება წინასაარჩევნო დაპირებასავით“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ფონდი აპოლიტიკური იქნება.
პირველ თანხას, 3 ათასი ლარის ოდენობით, რუსთაველის თეატრი გაიღებს ზუგდიდის თეატრისთვის. ეს ის თანხაა, რომელიც რუსთაველის თეატრის ანგარიშზე სპექტაკლის - „12 განრისხებული მამაკაცი“ ჩამოტანისთვის უნდა დარიცხულიყო.
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის საკითხზე რომ მუშაობა მიმდინარეობს, ამის შესახებ სენაკში 25 ივნისს მყოფმა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომელმაც პრემიერ-მინისტრთან ერთად აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო თეატრი დაათვალიერა. მინისტრის თქმით, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა კორეულ კომპანიასთან მოლაპარაკების მიღწევა, რადგან საჭირო თანხები ამ კომპანიამ ვერ მოიძია. მაგრამ თანხა კულტურის სამინისტრომ საკუთარ ბიუჯეტში მოიძია. მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, რომ
პროექტი შემუშავების პროცესშია და როგორც კი დასრულდება პროექტირება, ფიზიკური სამუშაოებიც დაიწყება.
ზუგდიდის თეატრი მძიმე მდგომარეობაშია. აქ სპექტაკლები უკვე რამდენიმე თვეა არ იმართება. მოთხოვნით, რომ ქალაქს თეატრი სჭირდება, არაერთხელ გაიმართა აქცია. ადგილობრივ ხელისუფლებაში იმედი აქვთ, რომ რეკონსტრუქცია 2018 წელს დასრულდება, როცა თეატრს 150 წელი უსრულდება, ამ თარიღს სათანადოდ, აღდგენილ შენობაში შეხვდებიან.