ახალი ამბები
მინისტრის ფოტო არაეთიკური წარწერით ზუგდიდის იუსტიციის სახლში [Photo]
ფოტო, რომელზეც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია გამოსახული და არაეთიკური მინაწერი აქვს, ზუგდიდის იუსტიციის სახლშია გადაღებული. ფოტო დესკტოპ კომპიუტერის მონიტორზეა განთავსებული. იუსტიციის სამინისტროში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ კომპიუტერი არ ეკუთვნის არცერთ ოპერატორს, ის საჯარო სივრცის კომპიუტერია, რომლითაც სარგებლობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სამინისტროსვე ცნობით, მსგავსი საჯარო სივრცე ქვეყნის მასშტაბით ყველა იუსტიციის სახლშია მოწყობილი.

„შეუძლია უბრალოდ შევიდეს ინტერნეტში, ან რამე სურათის ამობეჭდვა თუ უნდა, ან ინფორმაციის მოძიება სჭირდება, იქვე ადგილზე რომ ნახოს. დანარჩენს, როგორ მოხვდა ეს ფოტო მანდ, გავარკვევთ. ნებისმიერს შეეძლო დაეყენებინა“.

სამინისტროში განმარტეს, რომ შესაძლოა გაძნელდეს იმ პირის ვინაობის დადგენა, ვინც ეს ფოტო მოქალაქეებისთვის განკუთვნილ კომპიუტერზე განათავსა, რადგან იუსტიციის სახლში დღის მანძილზე ბევრი ადამიანი მოძრაობს.