ახალი ამბები
მერია: საჭადრაკო ფესტივალისთვის სახელის შეცვლაზე ნანა ალექსანდრიასთან შევთანხმდით
FaceBook Twitter
E-mail Print
ფოთში, ნანა ალექსანდრიას სახელობის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს სახელი შეეცვალა და ფოთის საერთაშორისო ფესტივალი დაერქვა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განუცხადეს. ოპოზიციურ პარტიაში ფესტივალისთვის სახელის გადარქმევას აპროტესტებენ და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ, რადგან ცნობილი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას დედაა.

„აღნიშნული ფესტივალი იყო საკმაოდ წარმატებული, რადგან ის ატარებდა ქალბატონი ნანას სახელს, შესაბამისად, მისი კავშირების შედეგად ფესტივალს სტუმრობდნენ მსოფლიოს სახელოვანი მოჭადრაკეები, რაც ფოთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. აღსანიშნავია ის, რომ ფესტივალისთვის სახელის გადარქმევა არის პოლიტიკური მოტივებით განპირობებული, რადგან ქალბატონი ნანა არის ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას დედა“, - განაცხადა პარტიის ფოთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვახტანგ დარცმელიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას უარყოფენ მერიაში. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ზვიად შუბითიძემ „ლავპრესს“ განუცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას კავშირი არ აქვს პოლიტიკურ მოტივებთან და მხოლოდ ქალაქის სახელის პოპულარიზებას უკავშირდება.

ზვიად შუბითიძე ოპოზიციურ პარტიას ურჩევს განცხადების გაკეთებამდე კარგად გაერკვიოს სიტუაციაში, რადგან ცვლილების განხორციელებაში თავად მონაწილეობდა ცნობილი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია და ის ახლაც ჩართულია ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებში.

შარშანდელი ფესტივალის გამარჯვებულები. ფოტო: ფოთის მერია

„ფოთში დღესაც ნანა ალექსანდრიას სხელის მატარებელია საჭადრაკო კლუბი და საჭადრაკო სკოლა. ეს რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოფილიყო გადავარქმევდით მთლიანად სკოლასაც და კლუბსაც. უბრალოდ ეს არის ფესტივალი, რომელიც არის საერთაშორისო და უნდა ატარებდეს ქალაქის სახელს და არა კონკრეტული პირის. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით, საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად და ქალბატონ ნანასთან ერთად შევთანხმდით. ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ქალბატონ ნანას, მის მიღწევებს და ის, რომ წარმოშობით ფოთელია, ეს ჩვენთვის ძალიან გასახარი ფაქტია. აქ არაფერ შუაშია პოლიტიკა. ახლა „ნაციონალურ მოძრაობას” უნდა გამოაჩინოს რაღაც, რადგან სალაპარაკო თემა არ აქვს ალბათ“, - განაცხადა ზვიად შუბითიძემ.

მისი ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვს, რომ საჭადრაკო ფესტივალი უფრო პოპულარული და ქალაქთან ასოცირებული გახდეს.

მიმდინარე წლის 12-20 ივლისს ჩათვლით ქალაქი ფოთი მე-11 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის პროგრამით ჩატარდება 10 სხვადასხვა ტურნირი. ფესტივალის ორგანიზატორი და ფინანსური მხარდამჭერია ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, ფოთის საჭადრაკო სკოლა. ხოლო გენერალური სპონსორი კი "პაშა ბანკი". ფესტივალის საპრიზო ფონდი შეადგენს 45000 ლარს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.