ახალი ამბები
პრეზიდენტი კორცხელის ინციდენტის გამოძიებაზე: ჩვენ აღარ გვინდა კომენტარები, გვინდა ქმედებები
FaceBook Twitter
E-mail Print
ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ პოლიტიკურ დებატებს რაღაც სხვა ზომები ჯობია, ისინი რა თქმა უნდა სამართლებრივად აგებენ პასუხს და ეს საკითხი უნდა დადგეს, - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე - "საქართველოს ევროპული გზა". მანვე ამ ინციდენტის გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მომხდარიდან ორი თვე გავიდა და მნიშვნელოვანია, რომ გარდა კომენტარებისა, რეალური ქმედებები ნახოს საზოგადოებამ. პრეზიდენტმა არჩევნების დროს მედიის როლსაც გაუსვა ხაზი.

„ჩვენ აღარ გვინდა კომენტარები, ჩვენ გვინდა ქმედებები. მე და საქართველოს საზოგადოება ველოდებით სწორ, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს. მეორე ის, რომ მედია იყოს აბსოლუტურად თავისუფალი და ასახოს არჩევნები. ჩვენ თუ არ გვექნება ეფექტური კომუნიკაციის გზები, არჩევნები ვერ იქნება ეფექტური", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ. შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. ზოგიერთ მათგანს სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდა. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერელურ საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული, მათ შორის ორი პოლიციელი.

საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებსაც დაემუქრნენ. მათ შორის „ლაივპრესს“ გადაღებაში უშლიდნენ ხელს, მოსდევდნენ, ემუქრებოდნენ, გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ, კამერების წართმევას ცდილობდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. საარჩევნო უბანთან მყოფმა პირებმა ჟურნალისტებს ქვები და წყლის ბოთლიც ესროლეს.

ინციდენტიდან მეორე დღეს გამოძიებამ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები დაკითხა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და კორცხელის ინცინდენტში მონაწილე ექვსივე პირს აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. მოსამართლე ნატრული აკობიამ სპორტსმენს ვლადიმერ გეგეშიძეს 10 ათასი ლარის გირაო, დანარჩენებს: კობა ტყეშელაშვილს, ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს და გიგა ტყემალაძეს 7-7 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ისინი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. 
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ნონა გაფრინდაშვილმა იტალიაში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა (+65)
მსოფლიო
10:19 / 27.11.2022
ნონა გაფრინდაშვილმა იტალიაში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა (+65) მსოფლიო
დნეპრზე სარაკეტო შეტევა გახორციელდა. რაკეტები საცხოვრებელ სახლს
მოხვდა.
17:28 / 26.11.2022
დნეპრზე სარაკეტო შეტევა გახორციელდა. რაკეტები საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პატიმრობაში მყოფ საქართველოს
მესამე პრეზიდენტ
11:17 / 26.11.2022
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ
ხობელი მოკრივე დემურ ქაჯაია მსოფლიო ვიცეჩემპიონი გახდა.
00:58 / 26.11.2022
ხობელი მოკრივე დემურ ქაჯაია მსოფლიო ვიცეჩემპიონი გახდა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.