პრემიერ-მინისტრი: კორცხელის ინციდენტი ძალიან დიდი შეცდომა იყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,
კორცხელის ინციდენტი
ძალიან დიდი შეცდომა იყო. მისივე სიტყვებით მიუღებელია ის რაც მოხდა
და მმართველი გუნდი იღებს ამაზე პასუხისმგებლობას. შესაბამისი
განცხადება კვირიკაშვილმა თბილისში, ჟურნალისტების კითხვების
საპასუხოდ გააკეთა.
„ასეთი საქმეები აღქმებსა და მოლოდინებზე არ არის დამოკიდებული. არის შესაბამისი ინსტიტუტები, რომლებიც ამ გამოძიებას ახორციელებენ. ბრალი წარდგენილია და მიმდინარეობს გამოძიება. პროცესი არის სასამართლოში. მე არანაირი უფლება არ მაქვს, რაიმე კომენტარი გავაკეთო. ერთადერთი კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ის, რაც მოხდა კორცხელში. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ჩვენ პირადად ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ იქ უკეთესად უნდა დარეგულირებულიყო ადამიანების უსაფრთხოების საკითხი და რა თქმა უნდა, შესაბამისი პრევენციული ზომები ოქტომბრის არჩევნებისთვის გატარდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრს კორცხელის ინცინდენტთან დაკავშირებით კითხვთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე მიმართეს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით საქმე დაიწყო, თუმცა იგი ბოლომდე მიყვანილი არ არის.
22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ. შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. ზოგიერთ მათგანს სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდა. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერელურ საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული, მათ შორის ორი პოლიციელი.
ინციდენტიდან მეორე დღეს გამოძიებამ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები დაკითხა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და კორცხელის ინცინდენტში მონაწილე ექვსივე პირს აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. მოსამართლე ნატრული აკობიამ სპორტსმენს ვლადიმერ გეგეშიძეს 10 ათასი ლარის გირაო, დანარჩენებს: კობა ტყეშელაშვილს, ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს და გიგა ტყემალაძეს 7-7 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.