აფხაზეთში მუნიციპალური ობიექტების პირდაპირი წესით გაყიდვა აიკრძალა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 8 წლიანი მუშაობის შემდეგ
დაამტკიცა
კანონი „რესპუბლიკური და მუნიციპალური საკუთრების პრივატიზაციის
შეხახებ“.
გამოცემა „აფხაზია-ინფორმი“ დე ფაქტო პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეზე გურამ ბარგანჯიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცვლილების თანახმად, აიკრძალა „სახელმწიფო“ შენობების პირდაპირი წესით გაყიდვა. უძრავი ქონების პრივატიზაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ აუქციონებსა და კონკურსებზე. ამასთან დადგინდება საპრივატიზაციო ზონები.
„გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაირიცხება არა მარტო ცენტრალურ, არამედ ადგილობრივ ბიუჯეტშიც. გადანაწილება კი იქნება 50%-50%“, - განმარტა ბარგანჯიამ. მისი სიტყვებითვე, მიღებული ცვლილება უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცესს უფროს ცივილიზებულს გახდის.