ზუგდიდის მერიამ ახალგაზრდობის დღის აღსანიშნავად 13 500 ლარი გამოყო
ქალაქ ზუგდიდის მერიამ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან
დაკავშირებით ფოიერვერკის შესყიდვასა და სცენის
გადახურვა-განათებისთვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი
გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 13 500 ლარია.
საუბარი შეეხება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,
განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა
სამსახურის ღონისძიებას. ფოიერვერკის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად
3 თასი ლარია მითითებული. სცენის გადახურვის და განათებისთვის
შესყიდვისთვის კი 10 500 ლარია განსაზღვრული.
ახალგაზრდების საერთაშორისო დღეს, 12 აგვისტოს ზუგდიდში სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებაა დაგეგმილი. დილის ათი საათიდან ცენტრალურ ბულვარში სპორტული აქტივობები გაიმართება, მათ შორის მკლავჭიდში, მაგიდის ჩოგბურთში, ნარდში, ჭადრაკში. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროს მაია ღუბელაძის თქმით, საღამოს 17:00 საათზე ახალგაზრდა პოეტების მონაწილეობით არტ-გალერეა პოეზიის საღამოს უმასპინძლებს, 20:00 საათზე კი ქალაქის ცენტრალურ პარკში კონცერტი გაიმართება, სადაც ჯგუფი „ლაუდ სფიქერსი“ და სალომე კორკოტაშვილის ბენდი „სალიო“ იმღერებენ.
ზუგდიდში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე წელს მეორედ აღინიშნება.