ახალი ამბები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: ქართულ მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქება შემცირდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით პროექტ „ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება“ ფარგლებში შუალედური მედიამონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც 2016 წლის 1 აპრილიდან 1 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა ძირითადი ტენდენციები. მაგალითად ის, რომ 2015 წელთან შედარებით შემცირდა ბავშვთა საკითხების გაშუქება. ასევე, ბავშვთა თემა ყველაზე ხშირად განათლებასა და ქველმოქმედებასთან დაკავშირებით გაშუქდა.

კერძოდ, თუ თუ შარშან, 1 მარტი - 1 ივნისის პერიოდში 4777 მასალა გამოქვეყნდა, რომელიც მათ პირდაპირ ან ირიბად ეხებოდა, 2016 წლის 1 აპრილი-1 ივლისის პერიოდში ამ მაჩვენებელმა 4264 შეადგინა. კლება შეინიშნება როგორც ტელე, ისე ონლაინ მედიაში, პრესაში კი მცირე რაოდენობით გაიზარდა ბავშვების შესახებ მომზადებული მასალების რაოდენობა.

მედიის მიერ ბავშვებთან დაკავშირებით გაშუქებული თემებიდან სჭარბობს განათლება (25%) და ქველმოქმედება (13%), მას მოსდევს ჯანდაცვა (10%), შემდეგ მოდის კულტურა (8%) ერთნაირი მაჩვენებელი (7%) აქვს კრიმინალსა და სოციალურ თემატიკას.

ბავშვების შესახებ მომზადებული მასალების მხოლოდ 1%-მა შეადგინა ისეთი ჟურნალისტური პროდუქტი, სადაც საკითხი სიღრმისეულადაა განხილული. მასალების უმრავლესობა ზედაპირული და ფრაგმენტულია.

მონიტორინგის თანახმად,, 2015 წლის მარტი - ივნისის შედეგებთან შედარებით, 13-დან 34 პროცენტამდე გაიზარდა იმ მასალების რიცხვი, სადაც ბავშვები თავად საუბრობენ. მათი ხმა ყველაზე მეტად სპორტისა და კულტურის თემებთან დაკავშირებულ მასალებში ისმოდა. ამასთან, ბავშვთა უფლებების თემაზე მასალების მხოლოდ 16 პროცენტი მომზადდა, სადაც ის თავად საუბრობდა.

დაკვირვების მიხედვით,, ბავშვებთან დაკავშირებული კანონპროექტები ძირითადად პოლიტიკოსების დაპირისპირების ჭრილში განიხილება, აუდიტორიისთვის კი უცნობი რჩება, რა გავლენას იქონიებს ცვლილები მოზარდების ცხოვრებაზე.

პროექტის ავტორთა თქმით, პრობლემად რჩება ბავშვების გამოყენება რეკლამისა და ქველმოქმედების ობიექტებად. ხშირად ასეთ შემთხვევაში ერთი და იგივე ტექსტი სხვადასხვა ონლაინ მედიასაშუალებაში ქვეყნდება, თუმცა მითითებული არ არის, რომ ტექსტი დაფინანსებულია და არ მომზადებულა სარედაქციო პასუხისმგებლობის ქვეშ.

„პოლიტიკოსები, სახელმწიფო უწყებები ბავშვების მძიმე სოციალურ მდგომარეობას აქტიურად იყენებენ საკუთარი პოპულარიზაციისთვის, რაშიც ხელს უწყობს მედია. სოციალურ პრობლემებზე მომზადებულ მასალებში ბავშვები ემოციის გასამძაფრებლად გამოიყენება. ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვების საკითხი უმთავრესად ქველმოქმედების ჭრილში შუქდება. მედია ცდილობს თავად მოიძიოს სახსრები მათ დასახმარებლად და აქცენტს არ აკეთებს სისტემურ პრობლემაზე, რის გამოც ბავშვებს რიგითი მოქალაქეების დახმარება სჭირდებათ“, - ნათქვამია მონიტორინგის შედეგებში.

დაკვირვების თანახმად, ბავშვებთან დაკავშირებით მომზადებულ მასალებში ეთიკური სტანდარტების დარღვევა რამდენიმე შემთხვევაში გამოიხატა ძალადობის მსხვერპლი, ან სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირებაში. ასევე, არაერთი მასალა გამოქვეყნდა, რითიც ბავშვების სხვდასხვა ნიშნით სტიგმატიზება მოხდა.

მონიტორინგის თანახმად, ქართულ ბეჭდურ მედიაში საკმაოდ იშვიათია მსგავსი სტატიები, რომლებიც ეხება ახალგაზრდების ლიტერატურულ გემოვნებასა და არსებული ტრენდების ანალიზს.

თუმცა პროექტის ავტორთა თქმით, შეინიშნება პოზიტიური ტენდენციებიც. მაგალითად მედიის მიერ კრიმინალური შემთხვევების გაშუქებისას ბრალდებულებისა თუ მსხვერპლებიც კონფიდენციალურობის დაცვის უკვე დამკვიდრებული პრაქტიკა.

ასევე პოზიტიურად შეფასდა რამდენიმე ფაქტი, როცა მედია ბავშვების და ახალგაზრდების სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიღწევებით დაინტერესდა, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა მონაწილეობის, ბავშვების და სპორტის ურთიერთმიმართებით და სხვა საჭირო და პრობლემური საკითხით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.