კალაძე: გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს
ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეგიორგი კვირიკაშვილს
მოუწოდებს, თავი შეიკავოს
ჭორაობისგან და პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს. თქვა მან
პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ, რომელიც კორცხელის ინციდენტთან
მის კავშირს შეეხებოდა. ვიცე პრემიერის განმარტებით, პრეზიდენტი
სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს და ბოლო დღეები მისი
მხრიდან „არაადექვატური“ განცხადებები ისმის.
„აშკარად ჩანს, რომ ის ამ განცხადებების გამო დაბნეულია, ალბათ იმის გამო თუ რა რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში მის გამოსვლებს. თუმცა ეს არ არის საფუძველი იმისა, რომ მაგალითად კორცხელის ინციდენტი დააკავშიროს პირდაპი ჩემთან. ეს მე მაფიქრებინებს, რომ გარკვეულწილად შეიძლება ეს აღქმული იყოს ზეწოლად სამართალდამცველების მიმართ”, - აღნიშნა კალაძემ ოზურგეთში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენამდე.
ის მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განცხადებები ”ნაციონალური მოძრაობის” განცხადებებს ემთხვევა:
”ის ყოველთვის საუბრობს, რომ არ არის ”ქართული ოცნების” და არც ”ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტი, თუმცა მისი განცხადებები ”ნაციონალური მოძრაობის” ციტირებებია და რაც ის პრეზიდენტია მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში, მას გაეკეთებინა განცხადება თუნდაც კარალეთში მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით, თუნდაც გაეკეთებინა განცხადება იმ ზონდერებთან დაკავშირებით, ვინც წლების განმავლობაში გახსოვთ რა დღეში აგდებდა ჩვენს მოსახლეობას და როგორ უსწორდებოდა ქართველ ხალხს. მინდა მას მოვუწოდო, რომ თავი შეიკავოს ჭორაობისგან. ის არის ქვეყნის პრეზიდენტი. მერე რა რომ გარკვეული ადამიანების ხათრით იქნა არჩეული, ის პრეზიდენტია, პატივი სცეს ამ ინსტიტუტს და თავი შეიკავოს ჭორაობისგან”.
პრეზიდენტის აზრით, უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროს კახა კალაძეს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მიშველაძემ განმარტა, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ხდება ინსტიტუციების დისკრედიტაცია უმოქმედობით.
22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ. შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. ზოგიერთ მათგანს სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდა. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერელურ საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული, მათ შორის ორი პოლიციელი.
ინციდენტიდან მეორე დღეს გამოძიებამ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები დაკითხა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და კორცხელის ინცინდენტში მონაწილე ექვსივე პირს აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. მოსამართლე ნატრული აკობიამ სპორტსმენს ვლადიმერ გეგეშიძეს 10 ათასი ლარის გირაო, დანარჩენებს: კობა ტყეშელაშვილს, ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს და გიგა ტყემალაძეს 7-7 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.