გამოკითხულთა უმრავლესობა პარლამენტში ქალთა რაოდენობის გაზრდის მომხრეა
NDI - ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა 58 %
ფიქრობს, რომ ქალი და კაცი
ერთნაირად მუშაობს არჩეულ თანამდებობებზე. მხოლოდ, 16 % აცხადებს, რომ
ქალები კაცებზე უკეთ მუშაობენ. 21 % აცხადებს, რომ კაცები უკეთ
მუშაობენ.
ხოლო, კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალი და კაცი თანაბრად იყოს წარმოდგენილი პარტიაში, რომელიც გამოკითხული ამომრჩევლის შეხედულებებთან ახლოს დგას, 42 % - აცხადებს, რომ ეს საკითხი უმნიშვნელოა, მხოლოდ 5% -ისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. 35 %-ისთვის კი მნიშვნელოვანია.
კითხვაზე, როგორი გავლენა ექნებოდა საქართველოზე პარლამენტში ქალი წევრების რაოდენობის გაზრდას, 43 % მიიჩნევს, რომ დადებითი გავლენა ექნება, ხოლო 39 % - ისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.