ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის მერიას ვიდეორგოლთან დაკავშირებული შესყიდვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
FaceBook Twitter
E-mail Print
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატებიდან“, ირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო შტაბი მერიის ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის, ბესიკ არახამიას განცხადებას ეხმაურება. ამ განცხადების მიხედვით, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე მერია ქალაქის ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად საიმიჯო ვიდეორგოლს მოამზადებს.

ბესიკ არახამიას განმარტებას ირაკლი ჩიქოვანი არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ჩნდება საფუძვლიანი ეჭვები, რომ მასალის სამიზნე აუდიტორიას ადგილობრივი ელექტორატი წარმოადგენს და სინამდვილეში მას არაფერი აქვს საერთო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ოფიციალურად გაცხადებულ მიზნებთან.

„თავისუფალი დემოკრატების“ თქმით, ქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 10 000 ლარი ვიდეო და კინო მომსახურეობისთვის, რაც არ ადასტურებს ვიდეორგოლის გადაღების დაგეგმვას საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცების დროს. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, თუ აღნიშნული ვიდეორგოლის მომზადება პირდაპირ დაკავშირებულია ტურისტების მოსაზიდად, მაშინ მისი მომზადება აქტიური ტურისტული პერიოდის დაწყებამდე უნდა განხორციელებულიყო და არა აგვისტოს თვეში:

„ასევე არსებობს ერთ მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მის სატელევიზიო ან ელექტრონულ მედიაში განთავსებას უკავშირდება, რომლის ღირებულება შიდა ტურიზმის კუთხით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შეუძლებელია, ხოლო ქვეყნის გარეთ მისი გავრცელება წარმოუდგენელი. აქედან, გამომდინარე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვები, რომ ვიდეორგოლის სამიზნე ჯგუფს ადგილობრივი ელექტორატი წარმოადგენს“.

ირაკლი ჩიქოვანისვე განცხადებით, სატენდერო განაცხადი საქართველოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შეუსაბამოდ მომზადდა. კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური აღწერილობის ნაწილში ნახსენებია კონკრეტული ვიდეოაპარატურის საფირმო სახელწოდება და მოდელი, რაც დაუშვებელია საქართველოს „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ კანონის მე-12 (1) მუხლის მე-6 ნაწილით და არ ეთანხმება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N9 ბრძანების „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-11 მუხლს“. ეს, „თავისუფალი დემოკრატების“ თქმით, გულისხმობს ტექნიკურ და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერილობის აღწერის წესს.

„უფრო მეტიც, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიეტის მიერ ირღვევა კანონის მიზნები, შესყიდვის არადისკრიმინაციულ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება, რადგან მერიის მიერ მოთხოვნილი ხარისხით (ვიდეოს ხარისხი FULL HD ან 4-K 1090-1080 რეზოლუციით) ვიდეორგოლის მომზადება შესაძლებელია, არამარტო RED-ი ან CANON MARK2, არამედ სხვა მოდელების ვიდეოკამერითაც“.

ირაკლი ჩიქოვანი მოუწოდებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, იხელმღვანელოს კანონის შესაბამისად და შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა.

თავის მხრივ, ბესიკ არახამიას განმარტებით, ვის განყოფილებასაც ინიციატივა ეკუთვნის, ეს იქნება საიმიჯო ვიდეორგოლი, ზუგდიდის ტურისტული პოტენციალის წამოწევისთვის. მასში გადმოცემული იქნება ქალაქის ისტორია, მისი კულტურული ცხოვრება მე-13-ე მე-14-ე საუკუნეებში, ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, როგორც ქართულ-ევროპული ურთიერთობის საგანძური, ბოტანიკური ბაღი და მისი მნიშვნელობა.

„ეს ვიდეორგოლი იქნება იმაზე, როგორი იყო ჩვენი ქალაქი, როგორი არის, განვითარებადი ინფრასტრუქტურა ტურისტებისთვის, სასტუმროები, კვების ობიექტები. შევა ისეთი რაღაცები, რაც ტურისტისთვის არის საინტერესო. ეს როგორც ხედავთ, არცერთი არ ეხება მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ბატონ ჩიქოვანს მგონი უზუსტობაში შეჰყავს ხალხი“, - უთხრა „ლაივპრესს“ ბესიკ არახამიამ.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატებიდან“ ირაკლი ჩიქოვანი ქალაქის მერიას წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ადმინისტრაციული რესურისის გამოყენებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან 29 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ჩიქოვანის თქმით, ამ ვიდეორგოლის დამზადებაც კონკრეტული მიზნის ნაწილს წარმოადგენს. ბრალდებებს ადგილობრივი ხელისუფლება უარყოფს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.