ახალი ამბები
„სპორტის მუზეუმმა“ ალტერნატიული ფართის თხოვნით მერიას მიმართა
FaceBook Twitter
E-mail Print
დეპუტატი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძე ზუგდიდის „სპორტის მუზეუმის“ გაფართოების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, უნიკალური ნივთები ერთ პატარა ოთახშია განთავსებული. საკრებულოს წევრის თქმით, მუზეუმის ხელმძღვანელობამ არაერთხელ მიმართა ქალაქის მერიას და მერს შესაბამისი თხოვნით, თუმცა დღემდე ამ პრობლემის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა.

„მე მინდა ვთხოვო საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარეს, იქნებ „სპორტის მუზეუმთან“ დაკავშირებით საკრებულო ჩაერთოს უფრო აქტიურად, რომ მერიამ დროულად მოახერხოს  ალტერნატიული ფართის მოძიება“, - აღნიშნა ანა წითლიძემ.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე რთულია შესაბამისი ფართის მოძებნა ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე არსებული შენობებიდან.

„სტადიონის მშენებლობის დასრულების შემდეგ, იქ ვიცი რომ არის საკმარისი ფართი, პროექტით არის ამის შესაძლებლობა და ალბათ არ იქნება ცუდი, თუ განვიხილავთ ამ ვარიანტს, აქ გამოეყოს მას შესაბამისი ფართი. ნებისმიერ ადამიანს შეეძლება დაათვალიეროს ექსპონატები. მეორე ვარიანტი იყო სპორტის სასახლეში, მაგრამ იქ უფრო პრობლემაა ამ ფართის მოძებნა. ცოტა ლოდინი მოგვიწევს, რომ დასრულდეს სტადიონის მშენებლობა“, - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.

ქალაქ ზუგდიდის მერიაში ადასტურებენ, რომ მათ „სპორტის მუზეუმმა“ შესაბამისი თხოვნით მიმართა, თუმცა განმარტავენ - ამ ეტაპზე ალტერნატიული ფართი არ აქვთ და მის მოძიებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„მერის დავალებაც არის და გუბერნატორის, რომ კონტროლზე აიყვანონ საკითხი და ეს ფართი როგორმე მოიძიონ. ნამდვილად რომ საჭიროებენ, ფაქტია“, - გვითხრეს მერიაში.

„სპორტის მუზეუმი“ 2015 წელს დაფუძნდა. ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა.ი.პ. „ადგილობრივი მუზეუმების მართვის ცენტრის“ ბაზაზე გაიხსნა. მას ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი როლანდ მაქაცარია ხელმძღვანელობს. მუზეუმში განთავსებულია სხვადასხვა სპორტული სახეობის, მათ შორის ფეხბურთის, კალათბურთის, კარატის, ცხენოსნობის, რაგბის, მძლეოსნობის მიმართულებების სპორტსმენთა ძველი და ახალი ფოტოები, თასები, სხვადასხვა სინჯის მედლები - შიდა თუ საერთაშორისო ასპარეზობებში მონაწილეობის და გამარჯვებების შედეგი, ასევე სპორტსმენთა პირადი ნივთები.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საპროექტო
11:46 / 20.10.2019
ზუგდიდში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საპროექტო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ
11:05 / 20.10.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ
დღეს ჩხოროწყუში სახალხო ზეიმი
19:54 / 19.10.2019
დღეს ჩხოროწყუში სახალხო ზეიმი "კოლხური შემოდგომა" გაიმართა, რომლის ფარგლებშიც
მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას.
ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება
17:08 / 19.10.2019
მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება
ვიდეო
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ფოტო
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.