სოხუმმა რუსეთის საზღვართან სავიზო პუნქტი გახსნა
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ფსოუზე, რუსეთ-აფხაზეთის საზღვართან
სავიზო პუნქტი გახსნა. როგორც სააგენტო „აფხაზია ინფორმი“ იუწყება
პუნქტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეა გათვლილი, რომელთაც ადგილზე
შეეძლებათ ვიზების მიღება. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სავიზო
რეჟიმი 1 აპრილიდან მოქმედებს.
დე ფაქტო მთავრობის თავდაპირველი გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა ვიზის გარეშე მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლოთ, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ივლისში კი აფხახეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ „აფხაზეთში უვიზოდ მიმოსვლის უფლების მქონე მოქალაქეების შესახებ“ ახალ ბრძანებას მოაწერა ხელი. „კანონპროექტის“ ავტორი თავად „პრეზიდენტის ადმინისტრაცია“ იყო. ცვლილების თანახმად „უვიზო რეჟმით“ ისარგებლებენ შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:
უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა სახის ექსკურსიით რეგიონში ჩადიან არაუმეტეს ერთი დღე-ღამისა;
ბელორუსიის და ყაზახეთის მოქალაქეები, რომლებიც რეგიონში ტურისტული მიზნით ჩადიან არაუმეტეს ორი კვირისა;
უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთში მიემგზავრებიან არაუმეტეს 5 დღისა, სხვადასხვა სახის გადაუდებელი შემთხვევების მიზეზით. (მაგალითად მოყვანილია ელექტროსისტემაში სხვადასხვა სახის სასწრაფო ავარიული შემთხვევების აღმოფხვრა).
უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც გალის და ტყვარჩელის რაიონებში მიდიან ენერგო ობიექტებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების გადასაჭრელად.