აფხაზეთსა და საზღვრისპირად მცხოვრები ბავშვები რეაბილიტაციისთვის სურამში გაემგზავრნენ [Video]
ზუგდიდიდან დაბა სურამში დღეს მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლებსა
და აფხაზეთის ოკუპირებულ ტეროტორიაზე მცხოვრები სოციალურად
დაუცველი ექვს წლამდე ბავშვები გაემგზავრნენ რეაბილიტაციისთვის, ვისაც
სასუნთქი გზების პრობლემები აქვს. ისინი მშობლებთან და პედიატრთან
ერთად გამაჯანსაღებელ - სარეაბილიტაციო ბანაკში -„იმედი“ ათ დღეს
დაჰყოფენ.
პროექტი ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის ეკუთვნის. მისი ხელმძღვანელის ქრისტინა კილანავას თქმით, დაბა სურამში ჯამში 15 ბავშვი დაისვენებს, რომელთაგან 6 ოკუპირებული აფხაზეთის, 9 კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლები არიან. მანვე მადლობა გადაუხადა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად შექმნილ კომისიას მხარდაჭერისთვის, ასევე იმ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც ქველმოქმედება გასწიეს.
„ყველა ბავშვს აქვს ავადმყოფობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა. მათ დაბა სურამში ექნებათ გასართობი და სარეაბილიტაციო პროგრამები, ჯანსაღი, ნატურალური კვება“, - აღნიშნა ქრისტინა კილანავამ.
თავის მხრივ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გურგენ სართანიამ აღნიშნა, რომ სოციალური პროგრამების ერთ-ერთი ნაწილი სწორედ მსგავსი პროექტების დაფინანსებაა. სასუნთქი გზების პრობლემის მქონე ბავშვებისთვის კი სურამში დასვენება, განმარტა, რომ მნიშვნელოვანია. გურგენ სართანიასვე თქმით, ისინი მომავალშიც დაუჭერენ მხარს ასეთი ტიპის წინადადებებს.
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა ქველმოქმედების სახით მიიღეს შპს „მეტრო -პლიუსმა“, რომელმაც ტრანსპორტირება მინიმალური დანახარჯებით უზრუნველყო, ფონდმა „ავერსმა“ პირველადი მოხმარების მედიკამენტებით, ინდმეწარმე „მ.ქარდავამ“ თაფლის ნაწარმით ბანაკის მონაწილეებისათვის, შპს „ლეკომ“ კი პურ-ფუნთუშეულის ნაწარმით.
მსგავსი შინაარსის პროექტი, მხოლოდ ქალაქის მასშტაბით „იმედმა“ შარშანაც განახორციელა.