„ნაციონალური მოძრაობა“ მერაბ ქვარაიას კორუფციაში ადანაშაულებს [Video]
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს უკვე ყოფილ
თავმჯდომარეს, მერაბ ქვარაიას ტენდერების საშუალებით თანხების
მითვისებაში და კონკრეტული პირების ლობირებაში ადანაშაულებს. ამასთან
დეპუტატმა ანა წითლიძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა, რომ 17 აგვისტოს სხდომაზე სადაც მერაბ ქვარაიამ
თანამდებობა დატოვა, ფრაქცია სწორედ ამ საკითხის დასმას გეგმავდა
თუმცა ამის საშუალება არ მიეცა.
საკრებულოს წევრის სიტყვებით, უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ სხდომა ადგილობრივი თვითმმათველობის კოდექსის და რეგლამენტის დარღვევით ჩააატარა. წითლიძის თქმით, მან სხდომა დახურულად გამოაცხადა, მაშინ როცა თავად უკვე თანამდებობა დატოვებული ჰქონდა და ეს ოფიციალურად ცნო საკრებულომ. დეპუტატის განმარტებით, ქვარაია მსგავსი ქმედებით გაექცა ფრაქციის კითხვებს.
თავის მხრივ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ოპოზიციური პარტიის ამ განცხადებას წინასაარჩევნო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ „აგონიას“ უკავშირებს.
„ძალიან კარგად გრძნობს „ნაციონალური მოძრაობა“, თუ რა შედეგით დასრულდება ეს არჩევნები მათთვის, მათი პოლიტიკური აგონია სრულიად გასაგებია. 2016 წლის არჩევნები „ქართული ოცნების” გამარჯვებით დასრულდება და საბოლოოდ დაესმება წერტილი ამ დამნაშავე ორგანიზაციის საქმიანობას საქართველოში. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ”, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
17 აგვისტოს გამართულ სხდომაზე ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, რომელმაც თანამდებობა და მასთან ერთად დეპუტატის მანდატიც დატოვა, ტაშითა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გააცილეს. ქვარაიას სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ, განცხადება გააკეთა ანა წითლიძემ და ის გააკრიტიკა სხვადასხვა ბრალდებით. ყოფილმა თავმჯდომარემ თქვა, რომ სხდომა დახურულია და დარბაზი დატოვა.