სანდრა რულოვსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატია [Video]
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად
სანდრა რულოვსი დაასახელა. წარდგენა მოსახლეობისთვის სოფელ კორცხელში,
იმ სკოლის ეზოში მოხდა, სადაც შუალედური არჩევნები გაიმართა. პარტიის
ლიდერთა თქმით, სიმბოლურია, რადგან ეს ადგილი „გამარჯვების
სიმბოლოა“.
სანდრა რულოვსის თქმით, დღეს მისთვის „ფერისცვალებაა“, რადგან იწყება ბრძოლა. მან შეკრებილებს მეგრულად მიმართა, იყაროს თუ არა კენჭი, რაზეც მოსახლეობისგან პასუხად დასტური მიიღო.
წარდგენაზე იმყოფებოდნენ ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე და ელენე ხოშტარია.
ენმ-ს წევრებმა სანდრა რულოვსთან და ნიკა მელიასთან ერთად შეხვედრები გუშინ, 18 აგვისტოს ანაკლიაში, ორსანტიასა და კახათში გამართეს, სადაც საარჩევნო დაპირეები და სამომავლო გეგმები გააცნეს გამარჯვების შემთხვევაში შეკრებილებს. დღეს კი ისინი კორცხელის შემდეგ, რუხის და ჯიხაშკარის მცხოვრებლებს შეხვდებიან.