რულოვსი: რომ არ ვიყო დარწმუნებული ძალადობა არ განმეორდება, აქ არ ვიდგებოდი
მე დღეს აქ არ ვიდგებოდი, რომ არ ვიყო დარწმუნებული, რომ ძალადობის
განმეორება არ მოხდება,
- განაცხადა ყოფილმა პირველმა ლედიმ და ახლა უკვე ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა
კორცხელში წარდგენისას.
„დამიჯერეთ, ეს იყო ძალიან რთული გადაწყვეტილება, რადგან ძალიან ღირსეული კანდატებია ამ გუნდში. ჩვენ ვართ კორცხელში, სადაც ძალადობა მოხდა, მაგრამ აქ გავიმარჯვეთ. ჩვენ არ გვინდა ბოღმა, ჩვენ არ ვინდა ჩხუბი. გვინდა ეს გადავლახოთ. მე ძალიან ხშირად ვესაუბრებოდი მიშას ამაზე - თვალებში უნდა შემოგხედო მეთქი, ნამდვილად უნდა ვიცოდე, რომ რაც მოხდა ცუდი, არ განმეორდება. და დამიჯერეთ, მე დღეს აქ არ ვიდგებოდი, რომ არ ვიყო დარწმუნებული, რომ ძალადობის განმეორება არ მოხდება“, - განაცხადა მან სიტყვით გამოსვლისას, სადაც მოსახლეობას რამდენჯერმე მეგრულად მიმართა.
ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა კორცხელის საჯარო სკოლაში წარადგინეს, სადაც 22 მაისს გამართულ შუალედეურ არჩევნებზე მათმა კანდიდატმა, ვარადებულ ლაშხიამ გაიმარჯვა.