არქეოლოგებმა მარტვილში V–VI საუკუნეების დარბაზის იატაკი აღმოაჩინეს [Photo]
მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში (ქუქითის
გორაზე)
არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. სპეციალისტების ინფორმაციით, ამ
ეტაპზე ნაპოვნია დაახლოებით V–VI საუკუნეების დარბაზის იატაკი და
სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭლის ექსპონატები. მარტვილის
მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სამუშაოებში ჩართული არიან
დოქტორები ბესიკ ლორთქიფანიძე, ნიკო მურღულია და თამარ ნინიაშვილი.
ექსპედიციას ბესიკ ლორთქიფანიზე ხელმძღვანელობს.
გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა მურმან წოწორიას განცხადებით, მეცნიერები ფიქრობენ, რომ მსოფლიოს გააკვირვებენ ახალი აღმოჩენებით. მისი თქმითვე, 2014 წელს ხუნწის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგის ზოია გადელიას მოწვევით და გამგეობის მხარდაჭერით ადგილზე ჩამოვიდნენ სპეციალისტები და დაიწყო არქეოლოგიური სამუშაოები.
„2015 წელს ქართულ -ინგლისურმა ექსპედიციამ ჩაატარა დაზვერვითი სამუშაოები, რომელსაც თანადგომა გაუწია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ დავით ლომიტაშვილმა და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ. 2016 წელს ფართომასშტაბიანი გათხრები დაიწყო. ნიშანდობლივია, რომ ამ ტერიტორიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი,“ - აცხადებს მურმან წოწერია.