ახალი ამბები
ოთარ ჭითანავა ამომრჩეველს: არ მისცეთ ხმა სანდრა რულოვსს [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ბრიფინგი გაიმართა დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ ჭითანავა გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში წარდგენილ სანდრა რულოვსის კანდიდატურას. მან მიმართა მოქალაქეებს, არ დაუშვან „საბედისწერო შეცდომა“ და არ მისცენ ხმა მას, რადგან განმარტა, რომ ეს მხარდაჭერა ნიშნავს ექსპრეზიდენტის „რეჟიმის მსხვერპლთა“ ხსოვნის შეურაცხყოფას:

„ჩვენ 8 ოქტომბერს ვირჩევთ ან სააკაშვილს მისი მეუღლის სახით, ანუ ქვეცნობიერად ვირჩევთ ისევ განუკითხაობას, ტერორს, ხალხის აწიოკებას, პატიმრების წამება-გაუპატიურებას, გაუთავებულ მკვლელობებს, ან გვაქვს მეორე გზა, აღვადგინოთ სამართლიანობა, დავსაჯოთ დამნაშავეები, ქვეყნის განვითარება და წინსვლა ავირჩიოთ“.

ოთარ ჭითანავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანმა ზუგდიდში კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა, რომ მიხეილ სააკაშვილის „ცინიზმს“ საზღვარი არ აქვს, რადგან „მადაზე მოსული და დაუსჯელობით გათამამებული“ საკუთარი მეუღლის წარდგენით ფიქრობს, შეძლებს გარდატეხის შეტანას პარლამენტის არჩევნებში, გავლენის მოხდენას შედეგებზე და ვითარების სათავისოდ შემობრუნებას.

„ნუ ვანაცვალებთ სამი სასტუმროს აშენებას ანაკლიაში ქვეყნის ტერიტორიების ოცი პროცენტის დაკარგვას და მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებას, უდანაშაულოთა უსაფუძვლოდ დახოცილებს, ჩვენი ხალხის დამცირებას, მოქალაქეებისთვის წართმეულ საკუთრებას და ბევრ სხვა დანაშაულს“, - აღნიშნა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ექნებოდათ თუ არა მსგავსი რეაქცია, პარტიას სანდრა რულოვსის გარდა სხვა კანდიდატურა რომ წარმოედგინა, ოთარ ჭითანავას განმარტებით - „ჰოლანდიელ ქალბატონთან ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს. ჩვენ გვაქვს პრობლემები მის სომეხ ქმართან, რომელმაც დააქცია და დაშალა ეს ქვეყანა“.

მისივე თქმით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც არ მისცემს საშუალებას მიხეილ სააკაშვილს ისევ მოვიდეს ხელისუფლებაში და ქვეყანა წარსულში დააბრუნოს. აღნიშნა, რომ ამას ყველა კანონიერი გზით შეეწინააღმდეგებიან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სანდრა რულოვსი "ნაციონალურმა მოძრაობამ" 19 აგვისტოს, კორცხელში წარადგინა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.