ახალი ამბები
აფხაზეთში საბავშვო ნახატების კონკურსი „ტანკისტები ბავშვის თვალით“ დაიწყო
აფხაზეთში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე საბავშვო ნახატების კონკურსი „ტანკისტები ბავშვის თვალით“ დაიწყო. კონკურსი ტანკისტის დღეს ეძღვნება, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკაში 11 სექტემბერს აღნიშნავენ. სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას 100-მდე სამხედრო მოსამსახურის შვილი მიიღებს. ნახატების ჩაბარების ვადა 1 სექტემბერს იწურება. საუკეთესო ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება სადღესასწაულო გამოფენაზე, სამხედრო ქალაქში. გამარჯვებულები ფასიან ჯილდოებს მიიღებენ.