კანჭი-ბეჭი ცივად, გოჭი, წიწილა - მერია „ზუგდიდობის“ სუფრისთვის 9000-მდე ლარს დახარჯავს
ქალაქ ზუგდიდის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა
და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ საერო-სახალხო
ღონისძიებება „ზუგდიდობის“ ფარგლებში რესტორნის მომსახურეობის
შესყიდვაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის
სავარაუდო ღირებულებად 8901 ლარია მითითებული. ის 180 პერსონაზეა
გათვლილი. მენიუს ნახვა შეგიძლიათ
აქ.
წელს პირველად „ზუგდიდობა“ აღინიშნება. სხვადასხვა შინაარსის მომსახურეობის შესყიდვაზე მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ჯამში საამისოდ 57 485 ლარი გამოიყო.
ღონისძიებისთვის მთლიანობაში 2100 ლარის ღირებულების ექვს მედალს შეიძენენ. საკონცერტო სცენის გადახურვა მოწყობა-გახმოვანებისთვის 33 ათასი ლარი განისაზღვრა, საზეიმო ფოიერვერკებისთვის 5 ათასი.
ამას გარდა, ჩარჩოების შესასყიდად მერიამ 3505 ლარი გამოყო, ბანერების, ფლაერების და აფიშის ბეჭდვის მომსახურეობისთვისთვის 9974.
რა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი „ზუგდიდობაზე“, რომელიც 10 სექტემბერს გაიმართება, ქალაქის მერიაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.