პრემიერი ქორწინების წესის განსაზღვრაზე: ჩვენ ამ ცვლილებას აუცილებლად განვახორციელებთ
მთავრობა კონსტიტუციაში ქორწინების წესის განსაზღვრის შესახებ
რეფერენდუმთან დაკავშირებით
პრეზიდენტის ბრძანებულების კონტრასიგნაციის საკითხს განიხილავს.
პრემიერის განცხადებით, ნამდვილად სადავოა ის არგუმენტი, რომ ქვეყნის
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო რეფერენდუმი არ შეიძლება
ჩატარდეს.
„ჩვენი აზრით, ეს ასე ნამდვილად არ არის და ეს არის არგუმენტებზე დავა, მაგრამ კანონმდებლობის - „რეფერენდუმის შესახებ კანონის“ ხარვეზის გამო, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ, კანონმდებლობაში ცვლილება ერთი თვის ვადაში უნდა აისახოს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილების გატარებას სჭირდება მინიმუმ ორი სესია, ანუ გათვალისწინებულია სამთვიანი ვადა მაინც“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, ისინი სრულად იზიარებენ რეფერენდუმის ინიციატორთა სურვილს, რომ სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერი - სამოქალაქო ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, აისახოს საქართველოს კონსტიტუციაშიც. მისივე განმარტებით, სწორედ მათი პოლიტიკური ძალა გახლდათ პარლამენტში ამ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორი და ეს პროცესი დაწყებულია. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ როგორც კი დამთავრდება არჩევნები, საკონსტიტუციო ცვლილება აუცილებლად განხორციელდება. მოქმედი პარლამენტის პირობებში კი, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ბოიკოტის და სხვადასხვა მიზეზების გამო ამ ცვლილების ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა.
გიორგი კვირიკაშვილმა „წმინდა წყლის სპეკულაციები“ უწოდა საუბარს იმაზე, თითქოს დასავლეთი არის ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება. მისი განმარტებით, „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელშიც ყველაზე მეტად არის შერწყმული დასავლური ფასეულობები და ჩვენი ქვეყნის ტრადიციული ფასეულობები:
„ევროპას სწორედ ასეთი ვუნდივართ. სწორედ ასეთი საქართველო არის ძვირფასი და ღირებული ევროპისათვის, რომელიც პატივს სცემს ტრადიციულ ფასეულობებს“.
პრეზიდენტმა ქორწინების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი თქვა. გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, ქართული კანონმდებლობით უკვე დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია და ამას დამატებითი ჩანაწერი არ სჭირდება. პრეზიდენტმა უარის მიზეზად ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაც დაასახელა.
„კანონში გარკვევით წერია, რომ რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მე, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, ვალდებული ვარ პირველ რიგში დავიცვა ქვეყნის ერთიანობა და სუვერენიტეტი. მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოდან რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღიარებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ამ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება დამატებით სამართლებრივ არგუმენტს აძლევს ოკუპანტს”, - განმარტა მარგველაშვილმა.