ენმ-ს ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად ლევან კონჯარია განიხილება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში
ადასტურებენ, რომ
ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად საკრებულოს ყოფილი
თავმჯდომარე ლევან კონჯარია განიხილება, თუმცა საბოლოო
გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ. შტაბის ხელმძღვანელმა
ლაშა დამენიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ კანდიდატზე შეჯერების მერე
გადაწყდება, როდის მოხდება მისი საზოგადოებისთვის წარდგენა. ლევან
კონჯარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010-2014 წლებში
თავმჯდომარეობდა.
როდიდან გეგმავენ აქტიური საარჩევნო კამპანიის დაწყებას, დამენიას თქმით, კოორდინატორებთან უკვე მორჩნენ მუშაობას და გააკეთეს ის, რაც პარტიას ევალებოდა. ახლა მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრები დარჩათ, რასაც ქალაქში კანდიდატზე შეჯერების შემდეგ ერთდროულად დაიწყებენ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
პარლამენტის არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.