ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი დღეს ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი დღეს ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს.
როგორც ე.წ.სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იტყობინება, ე.წ. საზღვრის
გადაკვეთა 20:00-დან აიკრძალება. მიზეზად სახელდება უსაფრთხოების
ზომების გაძლიერება, რომელიც „რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთის
დამოუკიდებლობის დღის აღიარებასთან“ დაკავშირებით დაგეგმილ
ღონისძიებებს უკავშირდება. ადმინისტრაციული საზღვარი 27 აგვისტოდან,
დილის 7:00-დან გაიხსნება.