პრემიერი: ჩვენ გვყავს იმდენი ჩემპიონი, რამდენიც გვყავდა ოლიმპიელი
მთელი საქართველო ამაყობს თითოეული თქვენგანით. ჩვენ გვყავს იმდენი
ჩემპიონი, რამდენიც გვყავდა
ოლიმპიელი, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ სპორტსმენებს, რომლებსაც რიოში მიღწეული
წარმატებები კიდევ ერთხელ მიულოცა.
„ყველამ დაინახა, რამხელა ენერგია ჩადეთ თქვენ ამ ყველაფერში და მინდა, სულითა გულით მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი გამარჯვება. მინდა, მივულოცო თქვენს მწვრთნელებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს. მინდა, ჩვენი სახელით გითხრათ, რომ ჩვენ ეს უდიდესი ვალდებულების გრძნობით გვავსებს, იმისთვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს ასეთი წარმატებული, როგორიც წელს არის. აქ იყო მთელი გამოთვლები, რომელ ადგილზე გავედით ქვეყნის ჩათვლით, შემდეგ დათვალეს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, შემდეგ - სხვა პარამეტრები. ხან მეშვიდე ადგილზე გამოვედით, ხან - მერვეზე, ხან - უფრო ქვევით. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ნამდვილად პირველები ვართ, რადგან გვყავს ასეთი ანთებული, ასეთი პატრიოტული გუნდი და თქვენ, ჩემო მეგობრებო, მართლაც ხართ სულიერი და ფიზიკური სიმტკიცის მაგალითი“, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა წარმატებები უსურვა პარაოლიმპიელებს, რომლებიც სექტემბერში იასპარეზებენ. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ და განაცხადა, რომ, გიორგი კვირიკაშვილის სატელეფონო ზარი ქართველ ოლიმპიელებთან, ოლიმპიადაზე ასპარეზობის შემდეგ, მათთვის დიდი მხარდაჭერა იყო.
ოლიმპიადიდან დაბრუნებული ქართველი სპორტსმენების შეხვედრის ღონისძიება ლისის ტბაზე გაიმართა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას საქართველოს მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, სპორტსმენების ოჯახის წევრები, პარაოლიმპიელები, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრნენ.