ახალი ამბები
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხარჩილავას ბიოგრაფია და ქონება
გიორგი ხარჩილავა დაიბადა წალენჯიხაში 1970 წელს. ის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო 2012 წლამდე. ქონებრივ დეკალარაციაში, რომელიც გიორგი ხარჩილავას 2010 წელს აქვს შევსებული, წერია, რომ ის არ ფლობს უძრავ ქონებას. დეკლარაციის მიხედვით, წალენჯიხაში მისი მამა გივი ხარჩილავა ფლობს საცხოვრებელ სახლს 700 კვადრატული მეტრის ფართობზე. მისი ცოლი ირმა სორდია კი თბილისში პეტრიწის ქუჩაზე 75 კვადრატული მეტრი ფართობი ბინის მესაკუთრეა.

ამავე დეკლარაციის მიხედვით, კანდიდატის ნაღდი ფულადი ანგარიში არის 4500 ლარი. მის საკუთრებაში არის მსუბუქი ავტომანაქანა bmv 523 1996. გიორგი ხარჩილავას მამა გივი ხარჩილავა არის მეწარმე, შპს "ქველი - XXI" -ის მფლობელი.

ხარჩილავას ყავს ცოლი და სამი შვილი.

გიორგი ხარჩილავა დღეს, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ მაჟორიტარობის კანდიდქატად დაასახელა წალენჯიხა - ჩხოროწყუში.