ახალი ამბები
ომბუდსმენი: შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, დღემდე 2000-მდე პირია გაუჩინარებული
FaceBook Twitter
E-mail Print
30 აგვისტოს, საქართველოში იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენის განცხადებით, იძულებითი გაუჩინარება ხშირად მიზანმიმართულად გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიებისა და კონფლიქტურ სიტუაციებში მოწინააღმდეგის დასჯისათვის. განცხადებას „ლაივპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„30 აგვისტო იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღეა და საქართველოში ის 2011 წლიდან აღინიშნება. იძულებითი გაუჩინარება ხშირად მიზანმიმართულად გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიებისა და კონფლიქტურ სიტუაციებში მოწინააღმდეგის დასჯისათვის. სწორედ ამ პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად, 2006 წელს ხელი მოეწერა გაეროს კონვენციას „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“, რომლის მიხედვითაც იძულებითი გაუჩინარება საერთაშორისო დანაშაულად გამოცხადდა.

ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად საქართველოში დღემდე დაახლოებით 2000-მდე პირია გაუჩინარებული. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 90-იანი წლების კონფლიქტების შემდეგ 1500-მდე ეთნიკური ქართველი, 200-მდე ეთნიკური აფხაზი, 100-მდე ეთნიკურად ოსი, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ 6 ოსი და 35 ქართველი.

სახალხო დამცველი უსამძიმრებს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა ოჯახის წევრებს და მათ ახლობლებს და პატივს მიაგებს ამ პირთა ხსოვნას.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება თბილისსა და სოხუმს შორის თანამშრომლობას, რის შედეგადაც 2013-2015 წლებში გაიხსნა აფხაზეთში არსებული რამდენიმე სამარხი, მოხდა პირთა იდენტიფიცირება და ცხედრების გადმოსვენება. მნიშვნელოვანია, მხარეებმა განაგრძონ თანამშრომლობა გაუჩინარებულ პირთა მოძიებისა და ოჯახების დახმარების მიზნით.

მნიშვნელოვანია ასევე დროულად იქნას გამოძიებულ 2008 წლის ომის დროს გაუჩინარებულ პირთა საქმეებიც, რომლის თაობაზეც სახალხო დამცველმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2013 წელს პირველად მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირების თაობაზე. ეს რეკომენდაცია 2014 და 2015 წლებში დადგენილებით გაიზიარა საქართველოს პარლამენტმაც. მიუხედავად ამისა, კონვენციის რატიფიცირების პროცესი დღემდე არ დაწყებულა. მიმაჩნია, რომ „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირება იქნება საქართველოს მხრიდან ამ დანაშაულთან საბრძოლველად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი”, - ნათქვამია განცხადებაში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ იაშა არნანიას ზუგდიდის სასამართლომ
აღკვეთის ღონისძიების
13:22 / 23.10.2019
შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ იაშა არნანიას ზუგდიდის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის განზრახ მკვლელობაში
11:56 / 23.10.2019
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის განზრახ მკვლელობაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სახელით,
11:16 / 23.10.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სახელით,
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში სცემეს
მოქალაქეს, ერთ-ერთი
10:48 / 23.10.2019
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში სცემეს მოქალაქეს, ერთ-ერთი
ვიდეო
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ფოტო
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.