ახალი ამბები
„არ დამივიწყო“ - ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მონუმენტი გაიხსნა [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე საქართველოს ხუთ ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში აღნიშნეს. სკვერში, რომელიც მათ სახელს ატარებს, გაიხსნა მონუმენტი წარწერით - „არ დამივიწყო“. დაკარგულთა ოჯახის წევრები, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნაში სხვადასხვა ფორმით ჩართული არასამთავრობო სექტორი, ადგილობრივი ხელისუფლება შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის ადამიანები, რომლებიც 1992 წლიდან დღემდე, შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაიკარგნენ და მათ კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.

შარშან ჯანაშიას ქუჩაზე დაკარგულთა სახელობის სკვერი მოეწყო, წელს კი მონუმენტი დამზადდა, რომლისთვისაც 2 ათას ლარამდე დაიხარჯა. მისი ავტორი ვახტანგ ჯიქიაა.

„ეს არის ამ ბიჭების სახელისთვის გაკეთებული ღონისძიება. ისინი წავიდნენ, შეეწირნენ სამშობლოს, და აამაღლეს სამშობლოს სახელი. ჩვენ, საზოგადოება დაინტერესებული ვართ დღეს, რომ მათი სახელები გვახსოვდეს, ყოველთვის ვიხსენებდეთ. ეს არის დაფასება მათი ღვაწლის“, - აღნიშნა ორგანიზაცია „მოლოდინის“ ხელმძღვანელმა ვლადიმერ დობორჯგინიძემ.

საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2300-ზე მეტი პირი ითვლება დაკარგულად.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 90-იანი წლების კონფლიქტების შემდეგ 1500-მდე ეთნიკური ქართველი, 200-მდე ეთნიკური აფხაზი, 100-მდე ეთნიკური ოსი, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ – ექვსი ოსი და 35 ქართველი.

წითელი ჯვრის ეგიდით, 2010 წელს ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 1992-93 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს სწავლობს. დღემდე გამართული შეხვედრების შედეგად, სოხუმის ბაბუშერას და თბილისის დიღმის ძმათა სასაფლაოს ექსჰუმაცია გადაწყდა.

დღემდე სულ 31 ნეშტია იდენტიფიცირებული. დევნილთა მინისტრმა სობარ სუბარმა მიმდინარე წლის მაისის თვეში განაცხადა, რომ მომავალში სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნება და 150-დან 300-მდე ნეშტს გადმოასვენებენ.

30 აგვისტო, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, მსოფლიოში 1983 წლიდან, საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია დაკარგულ პირთა პატივისცემა, მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იმ შედეგების შესახებ, რაც ოჯახისთვის ადამიანის გაუჩინარებას მოაქვს.

დღევანდელი შეხვედრა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების კომიტეტის, წითელი ჯვრის და ახალგაზრდა ექიმთა და ფსიქოლოგთა ასოციაცია "ქსენონის" ორგანიზებით მოეწყო.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან
დაკავშირებით,
15:02 / 13.10.2019
დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით,
სოხუმში, მაიმუნების საშენიდან მაიმუნი გაიქცა. ის აღმოჩნდა ერთ-ერთი
ადგილობრივის
12:39 / 13.10.2019
სოხუმში, მაიმუნების საშენიდან მაიმუნი გაიქცა. ის აღმოჩნდა ერთ-ერთი ადგილობრივის
საქართველოს პარლამენტში 25-წლიანი მუშაობის სტაჟის მქონე
თანამშრომლებს სამკერდე ნიშნით
11:40 / 13.10.2019
საქართველოს პარლამენტში 25-წლიანი მუშაობის სტაჟის მქონე თანამშრომლებს სამკერდე ნიშნით
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით
10:34 / 13.10.2019
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ვიდეო
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში უარყოფენ ბრალდებას,
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
ფოტო
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი დაზიანებულია,
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.