ახალი ამბები
მესტიის თეატრის რეკონსტრუქციას 4 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება [Photo]
მესტიაში „ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, პროექტის განხორციელების მნიშვნელობა დიდია, რადგან რეგიონში მსგავსი კულტურის სახლი არ არსებობს. გეგმის თანახმად, მშენებლობის დასრულების შემდეგ სვანეთს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კულტურის მრავალფუნქციური ცენტრი ექნება.

სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „დაგი“. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 4 334 261, 83 ლარია. პროექტი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში.
სარეკონსტრუქციო სამუშაოები ითვალისწინებს საქვაბის სათავსოს მიშენებას და მეორე სართულის სასტუმროს მოცულობის დაშენებას; ახალი სახურავის მოწყობას და ძველის დემონტაჟს; შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოების ჩატარებას, მრავალფუნქციური დარბაზის გაფართოებას და ყველა საჭირო ტექნოლოგიური მოწყობილობით აღჭურვას; საინჟინრო ქსელების მოწყობას, გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემის მონტაჟს; ინტერიერების აღჭურვას საჭირო ავეჯით და სცენის ტექნოლოგიური ნაწილის მოწყობას; შენობის საპროექტო ტერიტორიის კეთილმოწყობა და შემოღობვას, საზაფხულო ამფითეატრის და ღია ავტოსადგომის მოწყობას; ეზოს ტერიტორიაზე საფარის ქვაფენილის მოწყობას; ფასადის და ღობის მოპირკეთებას ტრავერტინით; შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.თეატრის პროექტი
„ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2017 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.