ახალი ამბები
ფრაქცია ენმ: ზუგდიდის ახალ უბანში წყლის მიწოდება პრობლემად რჩება [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების პრობლემები დაპირებების მოუხედავად კვლავ მოუგვარებელი რჩება, ამის შესახებ განცხადება ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ანა წითლიძემ გააკეთა. მისი ინფორმაციით, უბნის მცხოვრებლები მას დახმარების თხოვნით დილით დაუკავშირდნენ.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, სხვადასხვა საჯარო სამსახურებიდან თუ საჯარო მოხელეების მხრიდან გამოთქმული დაპირებების მიუხედავად, რამდენიმე თვეა დევნილებს სასმელი წყლის მიწოდების და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ.

დეპუტატის სიტყვებით, დასახლებაში დაიწყო ახალი ჭაბურღილის მშენებლობა და პირველივე საცდელ ჩართვაზე აბონენტებს უვარგისი - სილა ნარევი წყალი მიაწოდეს. ამასთან მისი ცნობითვე, მცირე წვიმის დროსაც წყლით ივსება კორპუსების სარდაფები და კვლავ აწვიმს შენობების ნაწილს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა შესაბამის სამსახურებს მოუწოდა სწრაფი რეაგირებისკენ.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა მანუჩარ ჩილაჩავამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით გააკეთებს.

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ახალი უბნისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახალ ჭაბურღილებს თხრის. ახალი ჭაბურღილის ექსპლუატაციაში შესვლამდე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სასმელი წყლის მიწოდება ცისტერნებიდან ხდება.

ზუგდიდის ახალ უბანში წყლის მიწოდების პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც მოსახლეობა მოიწამლა. პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაფიქსირდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით სულ 111 მცხოვრები დაავადდა. მოსახლეობის ვერსიით, წყლის პრობლემა საკანალიზაციო მილებიდან დაბინძურებული წყლის გაჭონვამ გამოიწვია. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. მათი ცნობით, რამდენჯერმე აღებული სინჯებით გაირკვა, რომ წყალში ნაწლავური ჩხირის გაჩენა გრუნტის წყლების დაბინძურებამ გამოიწვია.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.