ზუგდიდის ახალ უბანს წყლის მიწოდება დღეს აღუდგება
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს წყლის მიწოდება
დღეს,
19:00 საათზე აღუდგებათ. მიმდინარეობს მუშაობა სხვა ინფრასტრუქტურული
პრობლემების მოსაგვარებლად, - შესაბამისი განცხადება ლტოლვილთა და
განსახლების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში
გააკეთეს.
სამმართველოს უფროსმა მანუჩარ ჩილაჩავამ „ლაივპრესს“ განუცხადა, ეს იქნება შემოწმებული, სუფთა წყალი. მანვე აღნიშნა, რომ დასახლების სამი კორპუსის სარდაფი წყლის მილების მოუწესრიგებლობის მიზეზით დაიტბორა. ჩილაჩავას თქმითვე, კორპუსების მშენებელი კომპანია „დაგი“ უახლოეს მომავალში დაასრულებს ხარვეზების გამოსწორებას, მათშორის წყალგაყვანილობის:
„თვითონ სამშენებლო კომპანია იღებს ვალდებულებას გამოასწოროს ყველა ხარვეზი. დღეს მოგვარდება წყალთან დაკავშირებული პრობლემა. რაც შეეხება სარდაფების მილების გამოცვლას, იმ კვირაში - ორშაბათ-სამშაბათს გამოსწორებული იქნება“, - განაცხადა მანუჩარ ჩილაჩავამ.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასმელი წყლის მიწოდების აღდგენა ხდება ძველი ჭაბურღილიდან, ახალი კი უახლოეს მომავალში შევა ექსპლუატაციაში.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ თაბუკაშვილის ქუჩის დასახლების პრობლემებზე ისაუბრა. მან შესაბამის სამსახურებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა.
ზუგდიდის ახალ უბანში წყლის მიწოდების პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც მოსახლეობა მოიწამლა. პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაფიქსირდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით სულ 111 მცხოვრები დაავადდა. მოსახლეობის ვერსიით, წყლის პრობლემა საკანალიზაციო მილებიდან დაბინძურებული წყლის გაჭონვამ გამოიწვია. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. მათი ცნობით, რამდენჯერმე აღებული სინჯებით გაირკვა, რომ წყალში ნაწლავური ჩხირის გაჩენა გრუნტის წყლების დაბინძურებამ გამოიწვია.