ახალი ამბები
ოპოზიციის და მერიის განცხადებები „ათინათში“ საეთერო დროის შეძენაზე [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ლაშა ფარცვანია აუდიტის სამსახურს მიმართავს, შეისწავლოს მერიის მიერ რადიო „ათინათის“ საეთერო დროის შესყიდვის კანონიერება. დეპუტატის სიტყვებით, მერიამ კანონდარღვევით შეიძინა „ათინათის“ ყოველკვირეული გადაცემის - „თვითმმართველობის დრო“ 20 წუთი, რადგან ეს ხარჯები ბიუჯეტში არ იყო ასახული. ამასთან, ლაშა ფარცვანიას შეფასებით, მერია ამ გადაცემის დაფინანსებით რეალურად საარჩენო პერიოდში მმართველი გუნდის რეკლამისთვის ადმინისტრაციულ რესურს ხარჯავს. მერიის პარალელურად, პარტიის წარმომადგენლებს შენიშვნები გადაცემის წამყვანთანაც აქვთ, რადგან მათი მტკიცებით, ეთერში კრიტიკული შეკითხვის გაჟღერების საშუალება არ მიეცათ.

„მინდა ავღნიშნო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მაუწყებლის დაფინანსება კანონით აკრძალულია, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევა, როცა ეს შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, ეს კონკრეტული შემთხვევა არ წარმოადგენს გამონაკლისს, ისეთს, რაც კანონით ნებადართულია. საამისოდ აუცილებელი იყო ბიუჯეტში თანხის ცალკე მუხლად წარმოდგენა და მხოლოდ მაღალი საზოგადოების ინტერესის ინფორმაციის მიწოდება და არა წინასარჩევნო რეკლამა“, - განაცხადა ლაშა ფარცვანიამ.

დეპუტატისვე სიტყვებით, ეთერში გასული პირველი გადაცემის შინაარსიდან გამომდინარე, ის აცდენილია იმ მიზანს, რისთვისაც თითქოს მერიამ დააფინანსა - მოსახლეობის ინფორმირებას. საკრებულოს წევრის განცხადებით, ეთერის საშუალებით მერია რეალურად მმართველი გუნდის წინაარჩევნო რეკლამას ეწევა.

მერიაში ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამის დასადასტურებლად საკმარისია დაინტერესებულმა პირებმა უყურონ გადაცემას, რის შემდეგაც ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდება, რომ გადაცემა სამუშაო ფორმატის იყო და იგი არანაირად არ ყოფილა დაკავშირებული პოლიტიკურ აგიტაციასთან:

„რადიოსიუჟეტების დროის შესყიდვა - ამ სახელწოდებით ვერ იქნებოდა ბიუჯეტში გათვალისწინებული, ვინაიდან ეს და სხვა ანალოგიური მომსახურებების შესყიდვა განეკუთვნება ბიუჯეტის არაკლასიფიცირებული ხარჯების კატეგორიას. ამიტომ, ამ სახეობის ხარჯების შესყიდვა საჭიროებისამებრ ხდება „საქონელი და მომსახურებების“ მუხლიდან, რომელიც რასაკვირველია იყო და არის გათვალისწინებული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში.

ქალაქის მერმა გადაცემაში - „თვითმმართველობის დრო“ ისაუბრა ქალაქის აღმასრულებელი ორგანოს პირდაპირ ფუნქციებსა და მოვალეობებს მიკუთვნებულ საკითხებზე. კერძოდ: მერიის მიერ განხორციელებულ სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა სახის პროექტებსა და აქტივობებზე”, - ნათქვამია მერიის მიერ „ლაივპრესისთვის“ მიწოდებულ წერილობით პასუხში.

ლაშა ფარცვანიას პარალელურად, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე პრეტენზიები გამოთქვა „ირაკლი ალასანია -თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა ეგნატე შამუგიამ. შამუგიას მტკიცებით, მისთვის გაურკვეველი მიზეზით თავად არ მიეცა საშუალება გადაცემაში კითხვის დასმის და ამას ახერხებენ მერის მიმართ მხოლოდ პოზიტიურად განწყობილი მსმენელები.

ეგნატე შამუგიას პრეტენზიას არ იზიარებს თავად გადაცემის წამყვანი რუსუდან პაჭკორია. მან „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ყველა მსურველს თანაბრად ეძლევა შესაძლებლობა როგორც ონლაინ, ისე ტელეფონით კითხვის დასმის. მათ შორის, როგორც რუსუდან პაჭკორია განმარტავს, არ ხდება შეკითხვების დაყოფა ან უგულვებელყოფა მისი კრიტიკულობისა თუ პოზიტიურობის მიხედვით.

რაც შეეხება ეგნატე შამუგიას შეკითხვას, გადაცემის წამყვანის თქმით, მან კითხვის ონლაინ გამოგზავნა დააგვიანა, რადგან გადაცემის მსვლელობისას ის არ შემოსულა, მხოლოდ დასრულების შემდეგ დაფიქსირდა. გარდა ამისა, რუსუდან პაჭკორია აცხადებს, რომ ეგნატე შამუგიას ჰქონდა შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში დაერეკა, რაც არ გაუკეთებია:

„არსებობს გადაცემის ჩანაწერი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაამოწმოს. რიგითობის მიხედვით, ქრონოლოგიურად, როგორც იყო შეკითხვები შემოსული, იმდაგვარად დავსვი. საერთოდ არ ვაპირებდი გამეჟღერებინა დაბადების დღის მილოცვის ტექსტიც, მაგრამ იმის გამო, რომ შერჩევით არ ყოფილიყო, მიყოლებით - პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სტატუსი წავიკითხე. ამის შემდეგ პროდიუსერმა მითხრა, რომ უკვე გადაცემის დახურვისკენ უნდა წავსულიყავით, რადგან დრო იწურებოდა და მე უბრალოდ ჩამოვხურე გვერდი. შერჩევის მომენტი აბსოლუტურად გამორიცხული იყო“, - განაცხადა რუსუდან პაჭკორიამ.

ამასთან, გადაცემის წამყვანი განმარტავს, რომ ეგნატე შამუგიას შეუძლია მას პირისპირ შეხვდეს და ერთად ნახონ გადაცემის ჩანაწერი, სადაც დასტურდება, რომ რეალურად კითხვის დასმა რიგითობის პრინციპით მოხდა.

„არ ვთვლი, რომ ეს განხილვის საგანია და არ ვთვლი, რომ ამაზე მე თავი უნდა ვიმართლო, იმიტომ რომ მთავარი ის კი არ არის მე გამეჟღერებინა ეს, მთავარი არის ის, რომ მოქალაქემ თავისი აზრი გამოაქვეყნა და მას მოჰყვა რაღაც კომენტარები. მერიაც ალბათ მიიღებს რაღაც ზომებს, რომ პასუხი გასცეს ამ ადამიანს. წარმოდგენა არ მაქვს წამყვანთან რა პრეტენზიები აქვს“, - აღნიშნა მან.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მისი „საქმიანობის საზოგადოებისათვის გაცნობის, ინფორმირებულობისა და მოქალაქეების ჩართულობის მიზნით“ 7 906 ლარად რადიო „ათინათის“ მომსახურება შეისყიდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ფორმით. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერიამ 8 აგვისტოს გააფორმა ხელშეკრულება ასოციაცია „ათინათთან“. შეთანხმების მიხედვით, რადიო კვირაში ერთხელ, დეკემბრის ჩათვლით, საეთერო დროის 20 წუთს დაუთმობს მერიას.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სკოლებში, სადაც სასწავლო წელი სამშენებლო სამუშაოების გამო
15:25 / 16.09.2019
სკოლებში, სადაც სასწავლო წელი სამშენებლო სამუშაოების გამო
ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე ბატონი ხაზარაძე ამ ბოლო დროს, -
განაცხადა
13:21 / 16.09.2019
ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე ბატონი ხაზარაძე ამ ბოლო დროს, - განაცხადა
უმრავლესობის წარმომადგენელ გია ვოლსკის განცხადებით, საკანონმდებლო
12:32 / 16.09.2019
უმრავლესობის წარმომადგენელ გია ვოლსკის განცხადებით, საკანონმდებლო
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური
ნომინალური ხელფასი
11:50 / 16.09.2019
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად
ფოტო
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი დაზიანებულია,
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.