მდინარე გუმისთაზე ახალი ხიდი აშენდება
მდინარე გუმისთაზე, სოხუმის შესასვლელთან ახალი ხიდი აშენდება.
როგორც სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება, უკვე დაწყებულია მუშაობა ხიდის
დაპროექტებაზე, კონტრაქტი კი რუსულ კომპანიასთან გაფორმდა. გეგმის
თანახმად, უნდა დაიგოს ხიდთან მისასვლელი 2,5 კილომეტრიანი გზაც.
„ხიდის მშენებლობა აუცილებელი გახდა, რადგან მოქმედის კონსტრუქცია მოძველდა და ავარიულ მდგომარეობაშია“, - განუცხადა სააგენტოს ხიდის მშენებელი კომპანიის „აფსნირგილარას“ დირექტორმა, იგორ კაზანბამ.
მისი ინფორმაციით, მარტო ხიდის დაპროექტებისთვის 24 მილიონი რუბლია გათვლილი.