ახალი ამბები
ივანიშვილი: ანაკლიაში ბოტანიკური ბაღი გაშენდება
ანაკლიაში 100 ჰექტარზე ბოტანიკური ბაღი გაშენდება, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ - მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ზუგდიდის კულტურის ცენტრში განაცხადა.

„იქ აშენდება მაღალი კლასის სასტუმრო, ერთადერთი მიზანი აქვს ამას, ისევე როგორც სხვა სასტუმროებს, არა ის რომ ფული გავაკეთო, არამედ ვხარჯავ და ვხარჯავ, იმისთვის რომ ჩემს ქვეყანაში გაიზარდოს ტურიზმი. ვისაც არ მოსწონს სასტუმროს მშენებლობა, მინდა გავაწბილო, რომ სასტუმროსთნ ერთად იგეგმება დენდროლოგიური პარკის მშენებლობა, რომელსაც ქართუ ფონდი დააფინასებს. მოგეხსენებათ, რომ ანაკლია ერთ -ერთი ულამაზესი ადგილია. უნიკალური ბუნება და უნიკალური კლიმატია იქ, მაგრამ თუ ნახავთ, რომ ანაკლია ხეების სიმრავლით არ გამოირჩევა და მე მაქვს სურვილი, რომ აქ დაახლოებით 100 ჰექტარზე ახალი ბოტანიკური ბაღი გაშენდეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართუ ჯგუფი“ ინვესტიციებს განახორციელებს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღშიც.