ივანიშვილი: 2018 წლისთვის ზუგდიდის თეატრს გავარემონტებთ
პირობას გაძლევთ, რომ 2018 წლისთვის ფონდი „ქართუ“ ზუგდიდის თეატრს
გაარემონტებს, -
განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, მედიის
წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. მან უპასუხა ერთ-ერთი
ჟურნალისტის კითხვას, რომ თეატრის შენობა მძიმე მდგომარეობაშია,
და რომ დასი ქუჩაშია დარჩენილი.
„მე ეს გავიგე გუშინ. აქვე გპირდებით, რომ 2018 წლისთვის გავარემონტებთ. როდესაც ზუგდიდში მოვდიოდი, გავარკვიე, რომ არც ერთი მომართვა არ იყო ზუგდიდან. საჯაროდ ვამბობ, როდესაც ვიყავი ბოტანიკურ ბაღში, დახმარება შევთავაზე და გვიან შემეხმიანენ. ასევე, დადიანების სასახლეში როდესაც ვიყავი, დახმარება შევთავაზე და საჭიროდ არ ჩათვალეს. სამწუხაროდ, არ მოსულა არაფერი ჩემამდე ზუგდიდის თეატრიდან", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ზუგდიდის თეატრში სპექტაკლები რამდენიმე თვეა არ იმართება. მოთხოვნით, რომ ქალაქს თეატრი სჭირდება, არაერთხელ გაიმართა აქცია. თეატრს 2018 წელს 150 წელი შეუსრულდება.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში, კულტურის ცენტრ „ოდიშში“ , ტელეკომპანია GDS-ის საარჩევნო პროექტის ფარგლებში ადგილობრივ მედიას შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.