ახალი ამბები
დღეს „ზუგდიდობა“ აღინიშნება
FaceBook Twitter
E-mail Print
დღეს „ზუგდიდობის“ დღესასწაულის აღსანიშნავად მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი.

„ზუგდიდობა 2016“ საზეიმო თეატრალიზებული მსვლელობით 12:00 საათზე გაიხსნება. მთელი დღის განმავლობაში ცენტრალურ ბულვარში ხალხური რეწვის ნიმუშები, ზუგდიდელ მხატვართა ნამუშევრები და ქალაქის ისტორიული ფოტოები გამოიფინება.

12:00 საათიდან 17:00 საათამდე ცენტრალურ ბულვარში, სხვადასხვა ადგილას ფოლკლორული და საბავშვო ანსამბლების კონცერტები გაიმართება. „ზუგდიდობაზე“ თეატრალური წარმოდგენებით გაცოცხლდება: ეკატერინე ჭავჭავაძის ჩამობრძანება, მთვარის მოტაცება, ასევე წარმოდგენილი იქნება ბერტა ფონ ზუტნერი და იოანე მეუნარგია. თეატრალური წარმოდგენები დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექურული მუზეუმის ეზოში 13:00 საათიდან დაიწყება“, - აცხადებენ ზუგდიდის მერიაში.

საპატიო სტუმრების მიღების ცერემონიალი, ზუგდიდში დადიანების სასახლეთა ეზოში 16:00 საათზე გაიმართება. პირველ ზუგდიდობას მთავრობის წევრები, პარლამენატრები და სხვადსხვა ქვეყნების ელჩები დაესწრებიან.

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში 16:00 საათზევე რეზო ბულიას სახელობის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ჩელას“ვარსკვლავი გახსნება. ზუგდიდის ბულვარში ეს პირველი ვარსკვლავი იქნება.

16:15 საათზე დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექურული მუზეუმის ეზოში სიმებიანი კვარტეტის კონცერტი დაიწყება.

17:00 საათზე კი საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი და კონცერტი „ზუგდიდობა 2016“ - დადიანების სასახლეთა ეზოში გაიმართება, სადაც მონაწილეობას დავით ევგენიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე და ანსამბლი „ოდოია“ მიიღებენ. საღამოს წამყვანები ეკა ხოფერია, ლევან ხურცია და მირიან ჯეჯელავა იქნებიან.

21:00 საათზე კი „CHECK IN GEORGIA“-ს ფარგლებში ზუგდიდს ცენტრში კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას: ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ელენე ფოჩხუა, თემო საჯაია, სოფო ბედია, ბორის ბედია და ანსამბლი „ფორტე“ მიიღებენ.

ზუგდიდობის ორგანიზატორი ქალაქ ზუგდიდის მერია და მუნიციპალიტეტის გამგეობა არიან. ზუგდიდობა 2016 -ის მთავრი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა მარტვილის მუნიციპალიტეტშიც. უხვმა
ნალექმა დააზიანა ინჩხურის, ხუნწის, კიწიის,
19:32 / 13.07.2020
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა მარტვილის მუნიციპალიტეტშიც. უხვმა ნალექმა დააზიანა ინჩხურის, ხუნწის, კიწიის,
იეჰოვას მოწმეთა ყოველწლიურმა კონგრესმა ცოცხალი შეკრების ნაცვლად,
ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. მიზეზი ახალი კორონავირუსის
19:07 / 13.07.2020
იეჰოვას მოწმეთა ყოველწლიურმა კონგრესმა ცოცხალი შეკრების ნაცვლად, ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. მიზეზი ახალი კორონავირუსის
დე ფაქტო პრეზიდენტის ბოლო განცხადება, რომ არ ითხოვენ საქართველოსგან
აღიარებას, თუმცა აუცილებლად მიაჩნიათ ძალის
17:44 / 13.07.2020
დე ფაქტო პრეზიდენტის ბოლო განცხადება, რომ არ ითხოვენ საქართველოსგან აღიარებას, თუმცა აუცილებლად მიაჩნიათ ძალის
ცხრა აბიტურიენტს, რომლებიც საგამოცდო ოთახში ინფიცირებულ
აბიტურიენტთან ერთად იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ
15:02 / 13.07.2020
ცხრა აბიტურიენტს, რომლებიც საგამოცდო ოთახში ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ
ვიდეო
 ზუგდიდელი სკეიტერები სავარჯიშო სივრცის ძიებაში [ვიდეო]
პიკასო, მაკო, ორი ნიკოლოზი და კიდევ სხვები, ახალგაზრდა სკეიტერები არიან და ზაფხულობით, ყოველ საღამოს იუსტიციის სახლის
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.