„ზუგდიდობა 2016“ [Video]
ზუგდიდობის დღესასწაული თეატრალიზებული მსვლელობით დაიწყო,
რომელშიც ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები და ზუგდიდის
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
ბულვარის ორივე მხარეს გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები და მხატვრების ნამუშევრები. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოდგენილი აქვთ საკუთარი სტელაჟები.
„ზეიმი კარგად დაიწყო, ჯერ კიდევ ბევრი რამე გვაქვს წინ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა საშუალება ზუგდიდობის დღესასწაული გამეკეთბინა. განსაკუთრებით მიყვარს ეს ქალაქი, რადგან მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული“, - გვითხრა ზუგდიდობის დამდგმელმა რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა.
„აღფრთოვანებას ვერ ვმალავო“, - უთხრა „ლაივპრესს“ ზუგდიდის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ზამირა ღადუამ.
„ვერ გამოვხატავ ალბათ ჩემს ემოციებს, მე ისეთ ზუგდიდს ვხედავ დღეს, მე მინდა მივულოცო თითეულ მათგანს, მინდა მივულოცო ყველას ვინც ვერ შეძლო აქ მოსვლა. მიყვარს ჩემი ზუგდიდი“, - ამბობს ზამირა ღადუა.
ზუგდიდობის აღნიშვნა, შუაღამემდე გაგრძელდება. ქალაქის რამდენიმე ადგილას კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება.
ზუგდიდობის ორგანიზატორია ქალაქის მერია და მუნიციპალიტეტის გამგეობა. ზუგდიდობის დღესასწაულისთვის მერიამ ჯამში 48 584 ლარი გამოყო.