„კინტირიაშ დიარა“ ზუგდიდობის დღესასწაულზე [Video]
ზუგდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ცენტრალური ბულვარის
თეატრალიზებულმა
სუფრამ „კინტიარიაშ დიარა“ მოქალაქეებს უმასპინძლა. სუფრაზე ნებისმიერ
მსურველს შეეძლო ქართული ღვინის და მეგრული კერძების დაგემოვნება.
მოგვიანებით „კინტირიაშ დიარას“ მთავრობის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიმ და დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მოსახლეობას „ზუგდიდობის“ დღესასწაული მიულოცეს.
„კინტირიაშ დიარა“ რასაც ქვია, ეს არის ჩვენი ქართული ტრადიცია. მერიამ „კინტირიაშ დიარას“ მისცა პირველი გახსნის ასეთი ცერემონიალი. მე მინდა, რომ „კინტირიაშ დიარა“ იყოს ბულვარში, სადაც იყო თავიდან. მე ყველანაირად გვერდში დაგიდგებით.“ - განაცხადა გუბერნატორმა.
სადღესასწაულო სუფრას კინტირიას შთამომავლებიც ესწებოდნენ.
„გვინდა ტრადიცია გაგრძელდეს. მთელი ზუგდიდი იკრიბება აქ, ერთმანეთს ვხედავთ, გვიყვარს. მიუხედავად პრობლემებისა, მაინც გვიყვარს ერთმანეთი და მინდა რომ, ადამიანები უფრო სიყვარულის მხარეს გადაიხარონ“- აღნიშნა ვატო ლუკავამ.
„კინტიარიაშ დიარა“ გასული საუკუნის დასაწყისიდან მოდის და ის ზუგდიდელი ვაჭრის, კინტირია ლუკავას სახელს უკავშირდება, რომლის საგანგებოდ გაშლილ სუფრასთან ნებისმიერ მსურველს შეეძლო მოლხენა.