ახალი ამბები
საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოვების ცერემონიალი [Video]
„ზუგდიდობა 2016-ის“ ფარგლებში საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი და კონცერტი გაიმართა დადიანების ეზოში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მუსიკოსებმა დავით ევგენიძემ, ლიზა ბაგრატიონმა, ნატო მეტონიძემ და ანსამბლმა „ოდოიამ“. საღამოს წამყვანები ეკა ხოფერია, ლევან ხურცია და მირიან ჯეჯელავა იყვნენ. საპატიო ზიგდიდელის წოდების მინიჭების ცერემონიალს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მთავრობის წევრები დაესწრო.

საპატიო ზუგდიდელის წოდება მიენიჭა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას, ყოფილ პრემიერ-მიისტრს ოთარ ფაცაციას, ქორეოგრაფ თამაზ მოსიას, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელ თამაზ უბილავას და „ზუგდიდდასუფთავების“ სამსახურის თანამშრომელ ზაირა-თამარი სალიას.

საპატიო მოქალაქეებს მოოქროვილი მედლები, ეროვნული ბანკის ოქროს მონეტები, სიგელები და ადგილობრივი რადიოს მიერ გამოცემული კომპაქტ-დისკები გადასცეს.

„ზუგდიდობა“ წელს პირველად აღინიშნა. ამ დღეს ქალაქში სხვადასხვა შინაარსის ღონისძიება გაიმართა. დღესასწული გვიან ღამით, კონცერტით დასრულდება.