ახალი ამბები
ვის უთხრა უარი კომისიამ „საპატიო ზუგდიდელის“ წოდებაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
„ლაივპრესის“ ინფორმაციით, ზუგდიდობის დღესასწაულზე დაჯილდოებულ „საპატიო ზუგდიდელებს“ შორის მღვდელი ზაქარია მაჩიტაძეც უნდა ყოფილიყო. ჩვენივე ინფორმაციით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ გუბერნატორ ლევან შონიას შეუთვალა, რომ კომისიას დაუყოვნებლივ მოეხსნა მაჩიტაძის კანდიდატურა და ის წარედგინათ წოდებაზე. საბოლოოდ კომისიამ არცერთ მათგანს ეს წოდება არ მიანიჭა.

„ლაივპრესი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა ეპარქიის ადმინისტრაციას, თუმცა მათგან კომენტარი ამ დრომდე არ მიგვიღია.

გუბერნატორის მხრიდან კომისიის საქმიანობაში ჩარევას უარყოფენ სამხარეო ადმინისტრაციაში. მისმა პრესსამსახურმა „ლაივპრესს“ უთხრა, რომ „არც კანდიდატურის წარდგენის და არც მისი შერჩევის პროცესში, არც გუბერნატორი და არც მისი ადმინისტრაცია მონაწილეობდა. არცერთი წარდგენილი კანდიდატი არ ვიცოდით გარდა იმისა, რომელთაც გადასცეს ჯილდოები, ასე რომ, ჩვენი მხრიდან არანაირი ჩარევა არ ყოფილა“.

„საპატიო ზუგდიდელის“ კანდიდატურას 9-კაციანი სპეციალური კომისია იხილავდა ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას თავმჯდომარეობით. მისმა ერთ-ერთმა წევრმა, ზუგდიდის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ზამირა ღადუამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ კომისია ნამდვილად განიხილავდა მღვდლის, ზაქარია მაჩიტაძის კანდიდატურას.

„მამა ზაქარია მაჩიტაძის კანდიდატურა, კი, მეუფის საკითხიც იყო მათ შორის, თუმცა შეირჩნენ ისინი, ვიზეც კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. იყო ოთარ გაბელიას კანდიდატურაზე საუბარი, განიხილებოდა ნონა გაფრინდაშვილის კანდიდატურაც, მაგრამ იმის გამო, რომ ნონა ბაქოში საერთაშორისო ოლიმპიადაზე იმყოფება, ის ვერ იქნებოდა ზუგდიდში. მას მომავალი წლისთვის უპირობოდ ავირჩევთ საპატიო მოქალაქედ“, - განაცხადა ზამირა ღადუამ.

უკვე არჩეულ „საპატიო ზუგდიდელებს“ შორის ზაქარია მაჩიტაძის კანდიდატურა რომ განიხილეს, კომისიის კიდევ ერთმა წვვრმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამაც დაადასტურა, თუმცა განიხილებოდა თუ არა მიტროპოლიტის კანდიდატურა - არ ახსოვს.

„ძალიან ბევრი კანდიდატურა იქნა განხილული, თუმცა მეუფე გერასიმე არ მახსოვს, რაც შეეხება მამა ზაქარია მაჩიტაძეს იყო, მაგრამ ხმის უმრავლესობით გადაწყდა ასე“, - განუცხადა „ლაივპრესს“ ლაშა გოგიამ.

კომისიის კიდევ ერთი წევრი, საზოგადოება „ზუგდიდელის“ წარმომადგენელი ვაჟა ფიფია ამბობს, რომ მეუფის საკითხი არ განიხილებოდა, მხოლოდ მან გამოთქვა აზრი სხდომაზე, რომ მეუფეც დაეჯილდოვებინათ საპატიო ზუგდიდელის წოდებით.

„ზაქარია მაჩიტაძე განიხილებოდა 90-იან წლებში მისი დამსახურების გამო, მაგრამ აქ უფრო აქცენტი იყო ზუგდიდელებზე და ვფიქრობ, რომ ამიტომ არ გავიდა საბოლოოდ მაჩიტაძის კანდიდატურა. მე ვთქვი, რომ მაშინ, როდესაც არის მეუფე ეს მისი კურთხევით უნდა მოხდეს-მეთქი. მეუფესთან შეთნხმებით უნდა იყოს-მეთქი. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ასეთი დამსახურებების, ასეთი მლოცველი (მეუფეს ვგულისხმობ), რომ განიხილებოდეს კარგი იქნება-მეთქი. ჩემი აზრი ვთქვი უბრალოდ, თორემ მისი როგორც საპატიო ზუგდიდელობაზე წარდგენის საკითხი არ განიხილებოდა“.

ზამირა ღადუას, ლაშა გოგიას და ვაჟა ფიფიას გარდა, „საპატიო ზუგდიდელის“ გამოსავლენ კომისიაში იყვნენ - ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი და ამავე დროს, განათლების რესურსცენტრის ზუგდიდის განყოფილების ხელმძღვანელი კახა ფარცვანია, რომელიც სხდომებს არ დასწრებია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იდა ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მაიზერ ნანავა, დეკანოზი მამა მალხაზი და პედაგოგი ნელი ფარცვანია.

ზუგდიდობის დღესასწაულზე „საპატიო ზუგდიდელის“ წოდება მიენიჭა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას, ყოფილ პრემიერ-მიისტრს ოთარ ფაცაციას, ქორეოგრაფ თამაზ მოსიას, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელ თამაზ უბილავას და „ზუგდიდდასუფთავების“ სამსახურის თანამშრომელ ზაირა-თამარ სალიას. მათ მოოქროვილი მედლები, ეროვნული ბანკის ოქროს მონეტები, სიგელები და ადგილობრივი რადიოს მიერ გამოცემული კომპაქტ-დისკები გადასცეს.

ზუგდიდობის ორგანიზატორია ქალაქის მერია და მუნიციპალიტეტის გამგეობა. ზუგდიდობის დღესასწაულისთვის მერიამ ჯამში 48 584 ლარი გამოყო.

მიმდინარე წლის თებერვალში, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საპატიო წოდების წესი დაამტკიცა. წესის თანახმად, საპატიო ზუგდიდელის, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება ადამიანს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს ზუგდიდის ან საქართველოს წინაშე. დამსახურებული მოღვაწის წოდება კი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას პროფესიულ სფეროში ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობის გამო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.