ახალი ამბები
ჩხოროწყუს პოლიციის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია „ლაივპრესს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, განხორციელდა საკადრო ცვლილება, რის შედეგადაც ჯუმბერ იზორია პაატა ლაბახუამ ჩაანაცვლა.

პაატა ლაბახუა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

რაც შეეხება ჯუმბერ იზორიას, ის მმართველი პარტიის სიის 55-ე ნომერია.