ახალი ამბები
ოთარ ჭითანავა: მერაბ ქვარაიამ „ზუგდიდობა“ „ნაციონალებთან“ შერიგების დღედ გამოაცხადა [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატის ქალაქ ზუგდიდში, ოთარ ჭითანავას თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ „ზუგდიდობა“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შერიგების დღედ გამოაცხადა. ბრიფინგზე ჭითანავამ გაიხსენა დღესასწაულზე მერაბ ქვარაიას და ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატ სანდრა რულოვსის შეხვედრა დღესასწაულზე, როცა ისინი ერთმანეთს მიესალმნენ.

ოთარ ჭითანავას განმარტებით, მსგავსი ფაქტი "სამეგრელოში ნაწამები და გაუპატიურებული" ადამიანების შეურაცხყოფაა, იმ ხალხის, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების „ცხრაწლიან რეჟიმს“ ემსხვერლნენ. კანდიდატმა აღნიშნა, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც შეურიგებელია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ეს „პატრიოტთა ალიანსია“.

თავის მხრივ, მერაბ ქვარაიმ საპასუხოდ აღნიშნა, რომ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა. მან მოუწოდა ყველას, გაიხსენონ, ვინ სად იყო, როგორ იყო და რას აკეთებდა ყოფილი ხელისუფლების პირობებში. მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ის და მისი ოჯახი იყო ერთ-ერთი ყველაზე რეპრესირებული, დაზარალებული „ნაციონალების რეჟიმის“ პირობებში.

„თავი შევიკავოთ შეურაცხმყოფელი და თავის წარმოსაჩენად გაკეთებული განცხადებებისგან. საზოგადოებრივი შერიგება რას ნიშნავს, ყველასთვის გასაგებია. ძალადობასთან, მანკიერებასთან მიუღებელია შერიგება. ბუნებრივია, ჩვენ ვართ და ვიქნებით წინა ხელისუფლებასთან და მისი მმართველობის მახინჯ ფორმებთან შეურიგებელი პოლიტიკური ორგანიზაცია“, - აღნიშნა ქვარაიამ.

რაც შეეხება მედიასაშუალებებით გავრცელებულ მის განცხადებას „ზუგდიდობის“ დღესასწაულზე, სანდრა რულოვსთან შეხვედრის შემდეგ:

„ძალიან გვიხარია ყველას დღევანდელი დღე. ეს არის „ზუგდიდობის“ დღესასწაული, რომელიც დიდი ხანია მზადდებოდა. საბოლოოდ მოხერხდა ის, რომ საფუძველი ჩაეყარა ამ ღონისძიებას. ღონისძიება იქნება ყოველწლიური. ღონისძიება იქნება საერთო-სახალხო დღესასწაულის გამომხატველი. ეს იქნება ერთობის, შერიგების, ქველმოქმედების დღე. მე ვფიქრობ, ორგანიზატორებმა ჩინებულად გაართვეს ამოცანებს თავი“, - განაცხადა 10 სექტემბერს მერაბ ქვარაიამ.

ოთარ ჭითანავასვე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს აქვს სურვილი და მოთხოვნა, რომ მან მოიხსნას საკუთარი კანდიდატურა მერაბ ქვარაიას სასარგებლოდ, რის გაკეთებასაც არ გეგმავს. მან პირიქით, ლევან შონიას მოუწოდა, მოხსნას ქვარაიას კანდიდატურა და გაერთიანდნენ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ დასამარცხებლად.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის განცხადებით, მსგავს „აბსურდულ“ ბრალდებაზე კომენტარს არ გააკეთებს.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ბრიფინგის დასაწყისში ადგილობრივებს „ზუგდიდობის“ დღესასწაული მიულოცა და „აღიარა“, რომ ღონისძიება შედგა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.