მთავრობამ რუხის განვითარების კონცეფცია წარადგინა [Video]
აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ რუხში,
ადგილობრივ
მცხოვრებლებს განვითარების კონცეფცია ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის
შემსრულებელმა მამუკა წოწერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო
ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინატორმა დავით კოდუამ
გააცნეს.
მამუკა წოწერიამ ისაუბრა როგორც მიმდინარე, ისე დაგეგმილ პროექტებზე. წოწერიას ინფორმაციით, რუხის ისტორიული ციხესიმაგრე იქნება ის ადგილი, სადაც სხვადასხვა, ახალგაზრდული, სპორტული, მუსიკალური და ფოლკლორული ღონისძიებები გაიმართება. მოწესრიგდება რუხის ციხის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ღია საგამოფენო სივრცედ გამოყენებენ. სოფელ რუხში განთავსდება „Start UP ინკუბატორი“, რაც ახალგაზრდებისთვის, თანამედროვე, თავისუფალ სამუშაო სივრცეს შექმნის.
პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომ სოფელში მექანიზატორის ცენტრიც აშენდება, სადაც უახლესი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა განთავსდება და 50 ადგილობრივი დასაქმდება.
მოსახლეობას გაესაუბრა ასევე რუხის სავაჭრო ცენტრის დირექტორი დავით მაჭავარიანი. მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებებს სხვადასხვა ცნობილ ბრენდთან აწარმოებენ, დაგეგმილია ღია ბაზრის შეფუთვა, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს-ცენტრის მოწყობა.
სოფელ რუხში, მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პროექტი საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. მთლიანმა საინვესტიციო მოცულობამ 15 მილიონამდე ლარი შეადგინა. მოლის ტერიტორიაზე გაიხსნა იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრიც.
ამავდროულად, რუხში გრძელდება საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, რომელიც 220 საწოლზეა გათვლილი. პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 264 000 ლარი იხარჯება. სამუშაოებზე 154 ადამიანია დასაქმებული. კომპლექსი 7 ბლოკის და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება. საავადმყოფო რეგიონის მოსახლეობას და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურება.